შინაგან საქმეთა მინისტრმა ახსნა, რატომ იცდიდა პოლიცია ბათუმში არეულობის დროს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში მომხდარი არეულობის დროს უხეში ძალის გამოყენება დაუშვებელი იყო.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს შსს ბათუმში არეულობის ორგანიზატორთა დაკავება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობისმოყვარეობის გამო მოსული ადამიანები დაიშალნენ, რათა ისინი არ დაშავებულიყვნენ, განაცხადა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

„ჩვენ გვაქვს იმის ძალაც და რესურსიც, რომ ის ხალხი იქიდან დაგვეშალა, მაგრამ ჩვენ გავუფრთხილდით ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს და მათ ჯანმრთელობას. ჩვენ არ გამოვედით, სანამ ბოლომდე არ დაიწმინდა აქცია. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია გარედან, რომ ვინც ცნობისმოყვარეობის მიზნით იყო მოსული, ეს ადამიანები წავიდოდნენ და დაიშლებოდნენ. როგორც კი ადგილზე დარჩნენ კრიმინალები, მერე უკვე ჩვენ ჩავერიეთ. უფრო მეტად გვიღირს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვიდრე ორი-სამი დამწვარი მანქანა“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
პრემიერი: ბათუმში მომხდარ არეულობაში დამნაშავეები დაისჯებიან

ჩვენს თავს იმის უფლებას ვერ მივცემდით, რომ გამოგვეყენებინა უხეში ძალა. ზუსტად გეუბნებით, რომ იქ ადამიანები ძალიან სერიოზულად დაზარალდებოდნენ, აღნიშნა მინისტრმა.

„ეს იყო პროვოკაცია. პირადად ვიძლევი იმის პირობას, რომ სიმშვიდე არამარტო აჭარაში, არამედ მთელს საქართველოში იქნება“, — აღნიშნა მღებრიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ვალდებულია დაიცვას კანონი, და წესრიგის კონტროლის გამკაცრება არ ნიშნავს, რომ პოლიცია მოქალაქეებს ერჩის.

„თუ ადამიანი იცავს წესებს, მას არ აჯარიმებენ, მაგრამ, თუ ადამიანმა დაარღვია კანონი, პასუხი უნდა აგოს“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

პოლიციის თანამშრომლები აკავებენ არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს
პოლიციის თანამშრომლები აკავებენ არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს - Sputnik საქართველო
პოლიციის თანამშრომლები აკავებენ არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს

ბათუმში მომხდარი არეულობის გამო დაშავდა და საავადმყოფოში გადაყვანილ იქნა 34 ადამიანი, მათგან 15 — პოლიციის თანამშრომელია.

მასობრივი არეულობის გამო ქალაქს 150 000 ლარის ზარალი მიადგა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით — „მასობრივი არეულობა“ და „პოლიციელზე თავდასხმა“. წინასწარი მონაცემებით, პოლიციამ 75 ადამიანი დააკავა. თუმცა, შსს 40 ადამიანის დაკავებას ადასტურებს, რომელთაგან 33 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.

ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებასა და კრიზისული სიტუაციების სწორად და დროულად მართვის უუნარობაში დასდო ბრალი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ არეულობის დროს პროპორციული ძალა გამოიყენა.


ყველა ახალი ამბავი
0