საქართველო ელჩებს ექვს ქვეყანაში ცვლის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე უკრაინაში ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინა ელჩების კანდიდატურები უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და მალაიზიაში.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სუამში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად წარდგენილია გელა დუმბაძის კანდიდატურა. 2014-2016 წლებში მას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეჭირა. 2017 წლის იანვრიდან დღემდე არის საგანგებო დავალებათა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ზურაბ აბაშიძე - თავისუფალი დემოკრატების პლაკატი - Sputnik საქართველო
ალასანიას ყოფილი თანამებრძოლი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

პოლონეთის ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია ილია დარჩიაშვილის კანდიდატურა. იგი 2015-2016 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2016 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის კანდიდატურა, რომელიც 2011 წლიდან საქართველოს ელჩია პოლონეთში, წარდგენილია რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად. მანამდე კი ის იკავებდა საქართველოს ელჩის თანამდებობას სლოვენიასა და სლოვაკეთში (2006-2011 წწ) და სომხეთში (1998-2004 წწ).

ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილია დავით სოლომონიას კანდიდატურა. ის არის კარიერული დიპლომატი, 1995 წლიდან იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
პოროშენკოს მოუწოდებენ საქართველოში უკრაინის ელჩად სააკაშვილი დანიშნოს

2014 წლის მარტიდან დღემდე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2015 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილია გიორგი დოლიძის კანდიდატურა. იგი 1997 წლიდან მუშაობს   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2011 წლის ოქტომბრიდან არის უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. გიორგი დოლიძეს 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

მალაიზიის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია ნიკოლოზ აფხაზავას კანდიდატურა, რომელიც 2012 წლიდან არის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ყველა ახალი ამბავი
0