ზურაბ პატარაძე: ერთ საათში ექვსივე დაკავებულს გაათავისუფლებენ

© FB/ Zurab Pataradzeზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე მოვლენების გამო თურქეთში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებული ექვსივე პირი ერთ საათში თავისუფალი იქნება. 

„პირადად ვთხოვე და მივიღე შინაგან საქმეთა მინიტრისაგან გარანტია, რომ უახლოეს ერთ საათში ყველა ეს ბიჭი იქნება გათავისუფლებული“, — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ბათუმში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას. 

ხანძარი - Sputnik საქართველო
ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან პოლიციის სამი ავტომობილი იწვის

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილე 6 პირი დააკავა, რასაც ბევრად უფრო ხალხმრავალი აქცია მოჰყვა პოლიციის სამმართველოსთან, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. 

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
ბათუმში სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

„პირადად ვესაუბრე და ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშუალოდ მინისტრს და მე ვფიქრობ დეტალურად იქნება შესწავლილი თითოეული შემთხვევა. არსებობს შესაბამისი ჩანაწერები, ვიდეო და აუდიო მასალა და ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. მე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, სულ 2-3 საათში პირადად შევუერთდები მათ“, — განცხადა პატარაძემ, რომელიც ამ დროისათვის სამუშაო ვიზიტით იმყოფება თურქეთში. 

ბათუმში აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ შეხლა-შემოხლის და ცრემლსადენი გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ბათუმის საავადმყოფოებში 20-ზე მეტი პირია გადაყვანილი. 


ყველა ახალი ამბავი
0