12 მარტი, თბილისი — Sputnik. ბათუმში, პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზეპოლიციის კუთვნილი სამი ავტომობილი იწვის, აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანების გადატრიალებას და დაზიანებას ცდილობენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა, მიუხედავად ამისა, ჭავჭავაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები არ იშლებიან.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. მისი განცხადებით, გათავისუფლებულთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის კლინიკებს 21-მა დაზარალებულმა მიმართა, მათ შორის 5 პოლიციელია.
დაზარალებულებს შორისაა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც დაზიანება აქვს სახის არეში და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.