სასამართლო დარბაზიდან სამი დაკავებული გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 2 არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ჯანმრთელობის გამო ასევე გათავისუფლდა კიდევ ერთი პირი, ხუთს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ბათუმში გუშინ განვითარებული პროცესების საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთდროულად 13 სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელიც ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
მღებრიშვილი: პოლიცია გამოიყენებს ადეკვატურ, პროპორციულ ძალას

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით,  2 არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ჯანმრთელობის გამო ასევე გათავისუფლდა კიდევ ერთი პირი, ხუთს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმში განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ნაწილისთვის სასამართლო პროცესი გადაიდო, ნაწილი კი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

ერთ-ერთი ქართული ტელეარხის ოპერატორი ბათუმში მომხდარი არეულობების დროს დამწვარ მანქანებს იღებს - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

ბოლო ინფორმაციით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით 40 ადამიანია დაკავებული. დაზარალდა და დაშავდა 34 ადამიანი — მათ შორის, პოლიციის 15 თანამშრომელი.


ყველა ახალი ამბავი
0