აბაშიშვილი: ვფიქრობ, შსს-მ ბათუმში ძალა პროპორციულად გამოიყენა

© photo: courtesy of George Abashishviliგიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ყველაზე მნიშვნელოვნად კრიზისის ფორმირების საფუძვლიან ანალიზს მიიჩნევს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ შსს-მ ბათუმში არეულობის დროს  პროპორციული ძალა გამოიყენა.

აბაშიშვილმა ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სასამართლო დარბაზიდან სამი დაკავებული გაათავისუფლეს

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ დამნაშავეების ვინაობა დაადგინოს და ასევე მნიშვნელოვანია იმ დინამიკის გაანალიზება, რომელიც გუშინდელ პროცესს თან სდევდა“, — განაცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი აზრით, საქართველოს შსს-მ საბოლოო ჯამში შეძლო მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების მაქსიმალურად თავის არიდება.

„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ შს სამინისტრომ ძალა მაქსიმალურად პროპორციულად გამოიყენა“, — აღნიშნა აბაშიშვილმა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე: ზუსტად განვსაზღვროთ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება

„ჩვენ შექმნილი ვითარება განვიხილეთ. მნიშვნელოვანია, რომ ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი მოხდეს“, — განაცხადა რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ყველაზე მნიშვნელოვნად კრიზისის ფორმირების საფუძვლიან ანალიზს მიიჩნევს.

ბოლო ინფორმაციით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით 40 ადამიანია დაკავებული. დაზარალდა და დაშავდა 34 ადამიანი — მათ შორის, პოლიციის 15 თანამშრომელი.

ქალაქისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია. გუშინ მომხდარი არეულობის დრო მომიტინგეებმა ავტომობილები დაწვეს, დააზიანეს საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ დროისათვის ქალაქში ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.


 

 

ყველა ახალი ამბავი
0