თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური სკანდალი ღვივდება

© REUTERS / UMIT BEKTASთურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი
თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ნიდერლანდებში გაუქმდა.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დაგმო ნიდერლანდების ხელისუფლების ქმედება, რომელმაც ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში თურქეთის მინისტრ ფატმა ბეთიულ საიან კაიას როტერდამში თურქეთის გენერალურ საკონსულოში შესვლის ნება არ მისცა. მან განაცხადა, რომ ანკარის საპასუხო ზომები საკმაოდ მკაცრი იქნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Anadolu–ე დაყრდნობით.

ნიდერლანდების შსს–ს თანამშრომლებმა როტერდამში თურქეთის გენერალური საკონსულოს რეზიდენციასთან მინისტრის ავტომობილს გზა გადაუღობეს. შესვლა ასევე აეკრძალათ თურქ ჟურნალისტებს, რომლებიც კაიას ნიდერლანდებში ვიზიტის გაშუქებას აპირებდნენ.

„მტკიცედ ვაპროტესტებთ ნიდერლანდების ხელისუფლების ქმედებებს. ანკარის საპასუხო ზომები საკმაოდ მკაცრი იქნება. ზეწოლა თურქეთზე და მინისტრზე, რომელსაც დიპლომატიური ხელშეუხებლობა აქვს, დაუშვებელია“, – განაცხადა ილდირიმმა.

თურქეთის პარლამენტი - Sputnik საქართველო
თურქეთის პარლამენტმა მართვის საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლას დაუჭირა მხარი

პრემიერმა აღნიშნა, რომ მინისტრი ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში ევროპაში და ამ ქვეყანაში თურქეთის მოქალაქეებისთვის 16 აპრილს რეფერენდუმზე გატანილი საკონსტიტუციო შესწორებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით იმყოფებოდა. მან როტერდამში მომხდარ მოვლენებს „დიდი დიპლომატიური სკანდალი“ უწოდა.

ილდირიმის განცხადებით, მიუხედავად თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევისა, მოაგვაროს თურქი მინისტრის თანამემამულეებთან შეხვედრის საკითხი როტერდამში, პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრა.

ილდირიმმა ნიდერლანდებში მცხოვრებ თურქებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. „თურქული დიასპორის წევრები პროვოკაციას არ უნდა წამოეგონ. ამგვარი სახის ფაშისტური მეთოდებისთვის საუკეთესო პასუხი 16 აპრილის რეფერენდუმი იქნება“, – დასძინა პრემიერმა.

მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიის შემდეგ ვიზიტით ნიდერლანდებს ეწვევა სახმელეთო ტრანსპორტით, რადგან ჰოლანდიის ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თვითმფრინავის დაშვება აკრძალა. კაია როტერდამში გაემგზავრა მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში დაგეგმილი ღონისძიებები მისი მონაწილეობით გაუქმებული იყო.

ფილმი Reis - Sputnik საქართველო
საჩუქარი ერდოღანს: თურქეთში ფილმი „მმართველი" გადაიღეს

შაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როტერდამში მიტინგზე დასწრებას გეგმავდა, რათა თურქული დიასპორის წარმომადგენლები დაერწმუნებინა, რომ რეფერენდუმზე მხარი დაეჭირათ თურქეთის კონსტიტუციაში ცვლილებებისთვის. მან განაცხადა, რომ, მიუხედავად აკრძალვისა, როტერდამში ჩასვლას აპირებს, უარის თქმის შემთხვევაში კი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებით დაიმუქრა. ჰოლანდიის მთავრობამ ამის შემდეგ ჩავუშოღლუს თვითმფრინავის დაშვების ნებართვა, თურქი მინისტრის შესაძლო ვიზიტის გამო „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საშიშროებასთან“ დაკავშირებით, უკან გაიწვია.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი საპასუხო ზომების გატარებას აპირებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვებულების შემდეგ ნიდერლანდების ელჩის დაბრუნება ქვეყანაში არასასურველია.


ყველა ახალი ამბავი
0