თურქეთის პარლამენტმა მართვის საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლას დაუჭირა მხარი

© REUTERS / Kayhan Ozerთურქეთის პარლამენტი
თურქეთის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მოსახლეობა საყოველთაო რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო მართვაზე გადასვლას, აღნიშნული ფორმა 2019 წლიდან შევა ძალაში.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თურქეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მართვის საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლას გულისხმობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ცვლილებათა პაკეტს, რომელიც 18 მუხლისგან შედგებოდა, 339 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ცვლილებათა პაკეტის დასამტკიცებლად და რეფერენდუმზე გასატანად სულ 330 ხმა იყო საკმარისი.

„მადლობას მოვახსენებ დეპუტატებს გაწეული სამუშაოსთვის. ახლა სიტყვა უკვე ხალხს ეკუთვნის“, — განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა.

როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს ცვლილებათა პაკეტს, რის შემდეგაც ის რეფერენდუმზე გავა. რეფერენდუმი ოფიციალურ გამოცემაში ტექსტის გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ ჩატარდება.

მესაზღვრე - Sputnik საქართველო
თურქეთმა ერაყისა და სირიის საზღვართან კედელი აღმართა

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მოსახლეობა საყოველთაო რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო მართვაზე გადასვლას, აღნიშნული ფორმა 2019 წლიდან შევა ძალაში, რითაც გაფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საერთოდ გაუქმდება.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილლებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს დეპუტატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდასა დამათი მინიმალური ასაკის 18 წლამდე დაწევას.

ყველა ახალი ამბავი
0