თურქეთმა ერაყისა და სირიის საზღვართან კედელი აღმართა

© REUTERS / AMMAR ABDULLAHმესაზღვრე
მესაზღვრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთმა ერაყისა და სირიის საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 330 კილომეტრიანი ბეტონის კედელი ააშენა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თურქეთმა ერაყისა და სირიის საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 330 კილომეტრიანი ბეტონის კედლის მშენებლობა დაასრულა, იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით. 

თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სამი თვით გახანგრძლივდა

თურქეთის გენშტაბის წყაროს მონაცემებით, სამხრეთ საზღვრის 191-ე კილომეტრის მონაკვეთზე მავთულხლართებია გაბმული.

მიღებული უსაფრთხოების ზომების წყალობით, ბოლო წელს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის 67 ათასი მცდელობა აღიკვეთა, აქედან დარღვევათა უმეტესობა (89,5%) თურქეთ-სირიის საზღვარზე დაფიქსირდა. დაკავებულია 74 ქვეყნის 424 ათასი მოქალაქე, რომელთა უმეტესობა (390 ათასზე მეტი) სირიელია.

ამასთან, დაქირავებულთა რიცხვმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ გაერთიანებას ცდილობდა, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, შვიდჯერ შემცირდა, იუწყება სააგენტო.

 

ყველა ახალი ამბავი
0