თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სამი თვით გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Sergey Stroitelev / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გასული წლის ივლისში მეამბოხეები სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადნენ.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. თურქეთის პარლამენტმა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Anadolu–ზე დაყრდნობით.

თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 37 ათასი ადამიანი დააპატიმრეს

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამი თვით ამოქმედდა, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ამდენივე თვით გაგრძელდა.

15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ძირითადი დაპირისპირებები ანკარასა და სტამბულში განვითარდა. დაიღუპა თურქეთის 240-ზე მეტი მოქალაქე, 2 ათასზე მეტი დაიჭრა.

მეორე დღეს ხელისუფლებამ ამბოხების აღკვეთის შესახებ განაცხადა. თურქეთის ხელისუფლება ამბოხების მოწყობაში აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო მოღვაწეს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.

ამბოხების მცდელობის შემდეგ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებით თურქეთში დაახლოებით 32 ათასი ადამიანი დააკავეს, ხოლო დაახლოებით 100 ათასი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს ან მათი მუშაობა შეაჩერეს.

ყველა ახალი ამბავი
0