თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციონერი ისლამისტი მოძღვრის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციებთან (FETO) კავშირის ბრალდებით თურქეთის ხელისუფლებამ სულ 36 951 ადამიანი დააპატიმრა, იუწყება РИА Новости ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.
„გამოძიება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციებთან (FETO) კავშირის ბრალდებით სულ 92 607 პირის მიმართ ჩატარდა, დაპატიმრებულია 36 951 ადამიანი“, — ციტირებს ტელეარხი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს.
შეგახსენებთ: თურქეთის ხელისუფლება მიმდინარე წლის 16 ივლისს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სწორედ აშშ-ში მცხოვრებ ისლამისტ მოძღვარს, ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და შტატებისგან მის ექსტრადიციას მოითხოვს.