თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერ მიტინგზე, რომელიც ანკარის ცენტრში გაიმართა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საზოგადოებას სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ პირთა დასჯის პირობა მისცა.
გასულ პარასკევს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. სამხედროებმა, თავის მხრივ, ხელისუფლების მართვის სადავეების ხელში ჩაგდების შესახებ გააკეთეს განცხადება.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,4 ათასზე მეტი დაიჭრა. საქმეზე დაკავებულია 3 ათასამდე ეჭვმიტანილი.