საჩუქარი ერდოღანს: თურქეთში ფილმი „მმართველი" გადაიღეს

© photo : IMDbფილმი "Reis"
ფილმი Reis - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის პრემიერა 26 თებერვალს – თურქეთის პრეზიდენტის დაბადების დღეს არის დაგეგმილი.

თბილისი, 15 თბილისი— Sputnik. მხატვრული ფილმი Reis („მმართველი“), რომელსაც საფუძვლად თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ბიოგრაფია უდევს, კინოგაქირავებაში ევროპის ქვეყნებში 3 მარტიდან გამოვა, იუწყება „Sputnik–თურქეთი“.

ფილმის ნახვას მაყურებელი შეძლებს არა მარტო თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიაში, ინგლისში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში.

როგორც თურქული გაზეთი Star-ი წერს, ფილმის გადაღებები მიდიოდა სტამბულში, ქირქლარელიში, ბურსასა და ფამაგუსტაში. ფილმის გადაღების პროცესში კვიპროსზე აღდგენილ იქნა იმ დროის შესაფერისი ატმოსფერო და ანტურაჟი. სტამბულიდან კვიპროსში გადაღებებისთვის აუცილებელი რეკვიზიტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს 14 კონტეინერი. გადაღებებისთვის მზადება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თავად გადაღების პროცესი 4 თვის განმავლობაში, ხოლო პოსტ-წარმოების პროცესმა სამი თვე გასტანა.

ტრეილერმა და ფილმის ფრაგმენტებმა, რაც მანამდე პუბლიკას უჩვენეს, მრავალრიცხოვანი დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. ფილმმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა სოციალურ ქსელებშიც. მაგალითად, მოკლე პერიოდში ფილმის ერთ-ერთმა ფრაგმენტმა 130 მლნ ნახვა და 20 მლნ გაზიარება მოაგროვა.

თავიდან ფილმის ფართო ეკრანებზე გამოსვლას 2016 წლის ოქტომბერში ელოდნენ, მაგრამ შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფილმის 2017 წელს გამოსვლის შესახებ. ფილმის პრემიერა 26 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტის დაბადების დღეს არის დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0