ბათუმში დაკავებული ექვსივე პირი გათავისუფლებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარისას აღნიშნა, რომ დაკავებული პირები გათავისუფლდებოდნენ, თუმცა, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

12 მარტი, თბილისი — Sputnik. ბათუმში გუშინ დაკავებული ექვსივე პირი  გაათავისუფლეს. საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
ზურაბ პატარაძე: ერთ საათში ექვსივე დაკავებულს გაათავისუფლებენ

 საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარისას აღნიშნა, რომ დაკავებული პირები გათავისუფლდებოდნენ, თუმცა, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.

„ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ“, აღნიშნულია განცხადებაში.  

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
ბათუმში სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ, აჭარის პოლიციის სამმართველოს ახლადდანიშნული უფროსის მალხაზ ბათიაშვილის გადადგომას და აქციაზე დაკავებული 5 პირის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის კლინიკებს 21-მა დაზარალებულმა მიმართა, მათგან 11 პოლიციელია და 10 მოქალაქე. ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0