საქართველოში ტურისტი აატირეს: მდიდრული მიღება და ვახშამი პრემიერთან

© FB / Джеспер Блэкჯესპერ ბლექი
ჯესპერ ბლექი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეექვსემემილიონე ტურისტს ჯესპერ ბლეკს თბილისში პოლიციის ესკორტი დახვდა დაპრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ვახშამზე წაიყვანა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოში ჩამოსულ მეექვსემემილიონე ტურისტ ჯესპერ ბლეკს თბილისში ისეთი მიღება მოუწყვეს, რომ ის ბედნიერებისგან ატირდა.

საქართველოში 2016 წელს დაახლოებით 6,4 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. 

ვიდეორგოლი იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობდა საქართველოში ჩამოსული მეექვსემემილიონე ტურისტის ვიზიტისათვის მზადება და როგორ ჩაიარა ცერემონიამ, საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოაქვეყნა.

 „საქართველო, რომელიც სტუმართმოყვარეობითა და სამზარეულოთი გამორჩეული ქვეყანა, რეკორდულ, მეექვსემემილიონე ტურისტს ელოდება. გადავწყვიტეთ, ამ განსაკუთრებულ სტუმარს განსაკუთრებულად დავხვედროდით და დაუვიწყარ ვახშამზე მიგვეწვია, ვახშამზე, რომლის მომზადებაზე მთელი ქვეყანა იზრუნებდა“, — ამ სიტყვებით იწყება ვიდეორგოლი. 

ის თუ სტუმრისთვის როგორ გავშალოთ სუფრა, ყოველი ქართველის აზრი მნიშვნელოვანია, ამიტომ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანები გამოკითხეს. შემდეგ განისაზღვრა მეექვსემემილიონე ტურისტის ქვეყანაში შემოსვლის დაახლოებითი თარიღი და მზადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყეს.

როგორც იქნა, ეს იღბლიანი ადამიანი ჩამოვიდა. საპასპორტო კონტროლზე მას ქართული ღვინის ბოთლი აჩუქეს. მაგრამ აქ, ჯერჯერობით, ყველაფერი სტანდარტულად მიდის — ასეთ საჩუქარს საქართველოში ჩამოსული ყველა ტურისტი იღებს. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტებს კვალიფიციური გიდები მოემსახურებიან

ყველაზე საინტერესო აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ის  მანქანაში დაპატიჟეს, მაგრამ კითხვაზე, თუ სად მიჰყავდათ ის, პასუხი მალე არ გაუციათ. გაკვირვებულ ტურისტს მძღოლმა წერილი გადასცა: „ძვირფასო ჯესპერ, შენ ჩვენთვის განსაკუთრებული სტუმარი ხარ. მოემზადე სიურპრიზებისთვის“. მანქანა, და, შესაბამისად, მისი თანმხლები პოლიციის ესკორტიც დაიძრა.

ჯესპერი აქეთ-იქით იყურებოდა და ღამის თბილისის ხედებით ტკბებოდა. და უცებ, როდესაც თბილისის საკონცერტო დარბაზს მიუახლოვდნენ, უზარმაზარ ეკრანზე დაინახა საკუთარი ფოტოსურათი და წარწერა: „ის ჩამოვიდა“. გაოცებული ტურისტი იმეორებდა: „ეს ხუმრობაა“, „ეს მართლაც საოცარია“.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ჯესპერი მთაწმინდის პარკში მდებარე რესტორანში მიიყვანეს, საიდანაც საქართველოს დედაქალაქის შესანიშნავი ხედები იშლება. იქ კი საპატიო სტუმარს თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.  

Aerosmith - Sputnik საქართველო
საქართველოში Aerosmith-ის კონცერტზე ტურისტები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ

 „გამარჯობა, ჯესპერ, მე გიორგი კვირიკაშვილი ვარ. მე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ. რადგან თქვენ მეექვსემემილიონე სტუმარი ხართ, ჩემი ქვეყნისა და ხალხის სახელით თქვენი მიღება ჩემთვის დიდი პატივია“, — მიესალმა მას კვირიკაშვილი.

მომხდარით აღფრთოვანებულმა ჯესპერმა მხოლოდ ეს წარმოსთქვა: „ეს სიმართლე არ არის“.

შემდეგ კი იყო ქართული მრავალხმიანობა, ქართული ხალხური ცეკვა, ქართული მეღვინეობის ისტორიის მცირე ექსკურსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვახშამი.

 „ეს აბსოლუტურად დაუჯერებელია. პატარა ბავშვივით ვტირი. მე ეს არასდროს, არასდროს, არასდროს არ დამავიწყდება. ეს ყველაზე მშვენიერი თავგადასავალია, რომელიც კი ოდესმე გადამხდენია თავს… ქვეყანა ისეთი ლამაზია, საჭმელი გადასარევია, ადამიანები თბილი და სტუმართმოყვარე…“, — თქვა ჯესპერმა თავის ვიდეოკომენტარში საქართველოში მოგზაურობის შეჯამებისას. 

თავის საკუთარ Facebook-გვერდზე კი დაწერა: „მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ. შენ ჩენი გული დაიპყარი“. 


ყველა ახალი ამბავი
0