საქართველო–რუსეთი: მოლოდინები სარაგბო მატჩის წინ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების პრესკონფერენცია
საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მატჩისგან ეაგბის ზეიმს ელოდება.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რას ელოდებიან  ევროპის ერთა თასის ფარგლებში ჩასატარებელი მატჩისგან.

დაპირისპირებაში მასპინძლები უპირობო ფავორიტებად არიან მიჩნეული. ევროპის ერთა თასის საწყის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა სამივე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. რუსეთის ნაკრებთან მატჩის წინ საქართველოს გუნდის შემადგენლობაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა სპეციალისტმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა. 

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ გუნდს კაპიტანი მამუკა გორგოძე დაუბრუნდა. რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და ეს იმითაა გამოწვეული, რომ გარკვეულ პოზიციებზე სიღრმეების შესაქმნელად როტაციას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა ჰეიგმა.

რუსეთის ნაკრები საქართველოს გუნდთან შესახვედრად ემზადება - Sputnik საქართველო
რაგბი: რუსეთის ნაკრები საქართველოს გუნდთან შესახვედრად ემზადება

თამაშის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა გიორგაძემაც.

„მე წელს პირველად მიწევს თამაში, მაგრამ ეს რაგბია და ის ისეთი თამაშია, ყოველთვის მოტივირებული უნდა იყო, თორემ აუცილებლად წააგებ. შეიძლება მეტოქეს ათჯერ მოუგო, მაგრამ მე-11 მატჩი დათმო. ვნახეთ რუსეთის თამაშები და საკმაოდ კარგი გუნდია. ამიტომ, პირველიდან ბოლო წუთამდე მობილიზება გვმართებს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

ევროპის ერთა თასის ამჟამინდელ გათამაშებაში რუსეთის ნაკრები არცთუ წარმატებულად გამოდის. სამი ჩატარებული მატჩიდან ნაკრებმა ორი წააგო.

„ეს სეზონი ნამდვილად არცთუ წარმატებით დავიწყეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიო თასზე კვალიფიკაციის ყველა შანსი დავკარგეთ. თუ რუმინელებთან შინ წავაგეთ, რატომ არ უნდა მოვუგოთ მათ გასვლით თამაშში. ახლა ამოცანები ეტაპობრივად უნდა გადავჭრათ. ხვალინდელ თამაშზე არ ვამბობ – მხედველობაში მაქვს შემდეგი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა.

მან აღნიშნა, რომ მატჩი საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებულია.

რაგბი. საქართველო-რუსეთი - Sputnik საქართველო
საქართველო–რუსეთი: რაგბის ნაკრებების შეხვედრის მოლოდინში

„ეს მატჩი ყველა ჩვენგანისთვის, ყველა გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულია. ყველა რაგბის ზეიმს ველოდებით და გვინდა, ამ ზეიმის სრულუფლებიანი მონაწილე ვიყოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ, პირველ რიგში, სწორედ რაგბის ზეიმი იქნება“, – აღნიშნა პერვუხინმა.

რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ვასილი არტემიევმა განაცხადა, რომ ყოველთვის მოხარულია, როდესაც ისეთი ძლიერი მეტოქე ჰყავს, როგორიც საქართველოა.

„ნამდვილად გვაქვს სამუშაო, რომ თამაში გავაუმჯობესოთ. სწორედ ამიტომ ყოველთვის გვიხარია მატჩები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ეს, ალბათ, ყველაზე ძლიერი მეტოქეა, რომელთანაც წელს შეხვედრა მოგვიწევს. და ქართული გუნდის წინააღმდეგ მატჩისთავის არანაირი დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის. ითამაში სტადიონზე მოსული 50–60 ათასი გულშემატკივრის წინაშე – აი, ყველაზე დიდი მოტივაცია“, – აღნიშნა არტემიევმა.

მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის „დინამო არენაზე“ ხვალ, 12 მარტს გაიმართება. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0