რაგბი: რუსეთის ნაკრები საქართველოს გუნდთან შესახვედრად ემზადება

გამოწერა
თბილისში რუსეთის რაგბის ნაკრებმა საქართველოს მატჩის წინ „ლელო არენას“ სტადიონზე ღია ვარჯიში ჩაატარა. „Sputnik საქართველო“ რუსი რაგბისტების ვარჯიშის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

კვირას, 12 მარტს, ევროპის ერთა თასის ტურნირის ფარგლებში, „დინამო არენას“ სტადიონზე საქართველოს და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრა გაიმართება. „Sputnik საქართველოს“ გადამღები ჯგუფი „ლელო არენაზე“ იმყოფებოდა, სადაც რუსეთის გუნდი საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება.

„თქვენ იცით, რომ  საქართველოში ჩვენთვის თამაში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგანაც ესაა თამაში, როდესაც ტრიბუნები სავსეა გულშემატკივრებით. ჩვენს ბევრ მოთამაშეს ჯერ არ განუცდია ის, რაც ჩვენმა ვეტერანებმა გამოსცადეს — როდესაც შენ თამაშობ 5 ათასი მაყურებლის წინაშე, როდესაც არათუ მწვრთნელის მითითება, არამედ მინდორზე შენი პარტნიორებისაც არ გესმის. ეს ძალზე დიდი ემოცია და გრძნობაა და დამატებით მოტივაციას არ საჭიროებს. როცა ასეი ვითარებაა სტადიონზე, როდესაც მინდორზე გულშემატკიცრების შეძახილების ფონზე გამოდიხარ, შენ უბრალოდ არ შეგიძლია ნახევარი ძალით ითამაშო“, — განაცხადა Sputnik —თან რუსეთის ნაკრების კაპიტანმა  ვასილ არტიომოვმა.

„დინამო არენას“ სტადიონი 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი. ამ დროისათვის მატჩზე დასასწრები თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია

 

ყველა ახალი ამბავი
0