მილტონ ჰეიგმა რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა

© Sputnik / Alexander Imedashviliრაგბის ნაკრები
რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, განსხვავებით წინა სამი მატჩისგან, რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩში გუნდის ძირითადი შემადგენლობა შეკრიბა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik.  საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთის წინააღმდეგ კვირას დაგეგმილ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

რაგბი. საქართველო-რუსეთი - Sputnik საქართველო
საქართველო–რუსეთი: რაგბის ნაკრებების შეხვედრის მოლოდინში

ეროვნული გუნდის შემადგენლობას კაპიტანი მამუკა გორგოძე დაუბრუნდა, რომელმაც ბელგიის, გერმანიისა და ესპანეთის წინააღმდეგ გამართული მატჩები გამოტოვა. მისთვის აღნიშნული მატჩი საქართველოს ნაკრების მაისურში რიგით 70-ე იქნება. 

კვირას დაგეგმილი მატჩი განსაკუთრებული შეიძლება გახდეს მერაბ კვირიკაშვილისთვისაც. ამ ეტაპზე ქართველ „ათიანს“  ნაკრების შემადგენლობაში 793 ქულა აქვს. შესაძლებელია, რომ პირველივე ტაიმში კვირიკაშვილმა 800 ქულის ზღვარი გადალახოს.

მილტონ ჰეიგი  რუსეთის წინააღმდეგ მატჩზე ფაქტობრივად ძირითად შემადგენლობას გამოიყვანს. თუმცა, კვირის შეხვედრაზე რამდენიმე დებიუტანტიც გამოჩნდება.

რუსეთის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა (ფრჩხილებში მითითებულია კლუბი და ეროვნული გუნდის სახელით დადებული ლელოების რაოდენობა):

უკანა ხაზი: 

მერაბ კვირიკაშვილი („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 101) 

ირაკლი სვანიძე („ქიჯები“, საქართველო, 1)

გიორგი კოშაძე („რუსთავის ხარები“, საქართველო, 3)

დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი, 97)

სანდრო თოდუა („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 62)

ლაშა ხმალაძე („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 51)

ვასილ ლობჟანიძე („ბრივ“, საფრანგეთი, 19)

შერკინება: 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიის გუნდის წინააღმდეგ, თამაში დასრულდა ანგარიშით 50:6 - Sputnik საქართველო
რაგბი საქართველოში: ნამდვილი მამაკაცების თამაში

მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 39)

ჯაბა ბრეგვაძე („ვუსტერ“, ინგლისი, 41)

ლაშა ტაბიძე („ბორდო“, საფრანგეთი, 2)

გიორგი ნემსაძე („ბრისტოლი“, ინგლისი, 68)

კოტე მიქაუტაძე („მონპელიე“, საფრანგეთი, 46)

გიორგი ცუცქირიძე („ბრივ“, საფრანგეთი, 2)

მამუკა გორგოძე („ტულონი“, საფრანგეთი, 69)

ბექა გორგოძე („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი, 9) 

სათადარიგო:

ბექა წიკლაური („ლოკომოტივი“, საქართველო, 27)

რევაზ ჯინჭველაშვილი („ბაგრატი“, საქართველო, 3)

გელა აფსარიძე („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 1)

ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსეზ“, საფრანგეთი, 26)

გიორგი თეთრაშვილი („აჟენი“, საფრანგეთი, 7)

სოსო ბეკოშვილი („ბრივ“, საფრანგეთი, 3)

საბა შუბითიძე („აკადემია“, საქართველო, 9)

ევროპის ერთა თასის სატურნირო ცხრილში საქართველოს ნაკრები, ბოლო სამი ტურის შემდეგ, ერთპიროვნული ლიდერია. გუნდის აქტივში 14 ქულაა. 

რუსეთის ნაკრები კი ოთხი ქულით მეხუთე ადგილზეა.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა თბილისის „დინამო არენას“ სტადიონზე 12 მარტს გაიმართება. თამაში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება.



ყველა ახალი ამბავი
0