საბჭოთა დროს არსებობდა სიმღერა „ჰოკეის ნამდვილი მამაკაცები თამაშობენ“. ახლა საქართველოში შეიძლება ასეთივე სიმღერის დაწერა რაგბის შესახებ. ბოლო წლებში სპორტის ამ სახეობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ქვეყანაში, საქართველოს ნაკრები დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გუნდია.
საქართველოს ნაკრები, რომელიც „ჰაი პერფორმანსის“ კატეგორიის გუნდია, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებად გუნდად მიიჩნევა. ქართული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტე ადგილს იკავებს. ქართველები ევროპის ერთა თასის უმაღლეს დივიზიონში მონაწილეობენ და ამ ტურნირის 2001, 2008, 2010 და 2011-დან 2016-ის ჩათვლით წლების სეზონების გამარჯვებულები არიან.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ქვეყანას საერთაშორისო მატჩებსა და ტურნირებზე წარმოადგენს. საერთაშორისო არენაზე გუნდის დასახელებაა "ლელოს". ეს სახელი რაგბის მსგავსი ტრადიციული ქართული თამაშიდან — ლელო-ბურთიდან წარმოიშვა.