რაგბი — ეს, ალბათ, სპორტის ერთადერთი სახეობაა საქართველოში, რომელსაც შეუძლია სტადიონებზე ტრიბუნები გულშემატკივრებით გაავსოს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ამხნევებენ გულშემატკივრები საქართველოს ნაკრებს.
საქართველოს ნაკრები რაგბიში ქვეყანას საერთაშორისო მატჩებზე და ტურნირებზე წარმოადგენს. საერთაშორისო ასპარეზზე გუნდის სახელწოდება "ლელო" ტრადიციული ქართული თამაშიდან — "ლელო–ბურთიდან“ მომდინარეობს, რომელიც რაგბის ძალიან ჰგავს. ქართველი გულშემატკივრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეძახილია "ლელო, ლელო, საქართველო!"
საქართველოს ნაკრები "ჰაი-პერფორმანსის" კატეგორიის და მეორე იარუსის გუნდად მიიჩნევა. დღეისათვის ქართველი ბორჯღალოსნების ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებად გუნდად ითვლება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში IRB მე-12 ადგილს იკავებს. ქართველები ევროპის ერთა თასის უმაღლეს დივიზიონში მონაწილეობენ და 2001, 2006/08, 2008/10 სეზონების და 2011–2016 წლების ტურნირების გამარჯვებულები არიან.