„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულ მოვაჭრეებს კრედიტები ნახევარი წლით გადაუვადეს

© Sputnik / Levan Avlabreli"ბავშვთა სამყარო"
ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბანკო ვალდებულება „ბავშვთა სამყაროს“ 600–ზე მეტ დაზარალებულ მოვაჭრეს გააჩნია.

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის ინიციატივითა და შუამავლობით კომერციულმა ბანკებმა სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კრედიტების  6 თვით გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც მერიის პრეს–სამსახურში იტყობინებიან, კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხზე უწყებაში ვიცე–მერი ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ხანძარი - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ ქონების ჩამოწერას გეგმავს

„ბანკებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ მათი (საკრედიტო) პორტფელის რა ნაწილი იქნა რესტრუქტურიზებული… ბანკები მზად არიან, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილონ ეს შესაძლებლობები“, — განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,,,ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად 600-ზე მეტ დაზარალებულს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომლის ჯამური ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ბანკებმა 200-მდე დაზარალებულის სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია განახორციელეს. ბანკების მიერ რესტრუქტურიზებული თანხა ჯამში 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.

„საბანკო სექტორი მაქსიმალურად მოწოდებულია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში ქმედითად ჩაერთოს. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ შეხვედრაზე წამოჭრილ ახალ პრობლემურ საკითხებს, დაზარალებულების მოთხოვნებს და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ეს საკითხი შესაძლებლობისამებრ გადავჭრათ“, — განაცხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ. 

ხანძარმა ბავშვთა სამყარო გაანდგურა - Sputnik საქართველო
დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შიმშილობენ

დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით არაერთხელ გამართეს. ბოლო აქცია თბილისის საკრებულოს შენობასთან ხუთშაბათს გაიმართა.

ხანძრით მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.

 „ბავშვთა სამყაროს“ შენობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 6 მლნ ლარად იყო დაზღვეული, მაგრამ დაზღვევა არ ეხება შენობის შიგნით განთავსებულ სავაჭრო დახლებს.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0