საქართველო და საბერძნეთი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა საქართველოში ვიზიტისას ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების იმედი გამოთქვა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა — მიხეილ ჯანელიძემ და ნიკოს კოძიასმა —  თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მზად არიან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გააღრმავონ.

ეს კოძიასის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

„წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღვნიშნავთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, 25 წლის წინ არ დაწყებულა. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული კავშირები… დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს“, — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: უვიზო რეჟიმი ევროინტეგრაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია

მხარეები დეტალურად შეთანხმდნენ, ინსტიტუციურ დონეზე განიხილონ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეკონომიკის, კულტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

„ჩვენ ვიწვევთ სათანამშრომლოდ ბიზნესს საბერძნეთიდან, მზად ვართ, მაქსიმალურად ვიმუშაოთ ბერძნულ კომპანიებთან, რათა მათ მოძებნონ თავიანთი შესაძლებლობები. ასევე ვიმუშავებთ, რომ ქართული კომპანიები იქნენ წარმოდგენილი საბერძნეთში, ჩვენი ექსპორტი, ვაჭრობა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის, რომელიც დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ არის ძალიან დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით“, — განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის.

საქართველო და საბერძნეთი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შექმნან მეტი შესაძლებლობები განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, — განაცხადა ჯანელიძემ.

კოძიასმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ საბერძნეთი მზადაა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით განავითაროს.
 „სტრატეგიული კავშირი და ურთიერთობები მრავალი მიმართულებით ნიშნავს, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროკავშირის ოჯახში შემოსვლას და რა თქმა უნდა, გვსურს ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება… ღრმად მწამს, რომ საქართველო არის ქვეყანა და ერი, რომელიც ეკუთვნის ევროპას“, — განაცხადა კოძიასმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ევროპა ვიზების გარეშე - საქართველოსთვის ისტორიული მომენტი

მან აღნიშნა, რომ ქვეყნები ერთობლივი კულტურული პროგრამების განხორციელებას იწყებენ.

„უახლოეს მომავალში საბერძნეთში ჩატარდება ქართული კინემატოგრაფის კვირეული… იმედი მაქვს, რომ ქვეყნებს შორის ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება, რადგან საქართველოშიც და საბერძნეთშიც ისეთი ლამაზი ბუნებაა, ასევე ლამაზი ადამიანები არიან. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, საინტერესო საუბრისა და განხილვისთვის ამ ლამაზ ქვეყანაში“, — დასძინა კოძიასმა.

ორდღიანი ვიზიტის მსვლელობისას უცხოელი სტუმარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

საქართველომ და საბერძნეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0