ევროპა ვიზების გარეშე - საქართველოსთვის ისტორიული მომენტი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რეგულარიის ხელმოწერა მიულოცა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისტორიული უწოდა იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზების გაუქმების შესახებ რეგულაციას მოეწერა ხელი. 

სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
მასმედია: ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 28 მარტს გააუქმებს

ოთხშაბათს ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე- ქვეყნის — მალტის წარმომადგენელმა — ინოვაციების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა საპარლამენტო მდივანმა კრის აგუისმა დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

 „ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ დღეს!“, —  ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კორესპონდენტის ქეთევან ქარდავას მონაცემებით, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდება. რეგულაცია ძალაში გამოქვეყნებიდან 21 დღეში შევა.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0