თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე განცხადება გააკეთა:
„მე მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მეგობართა ერთობლივი მიღწევაა. ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ ევროპაში ინტეგრაციის ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ერთობლივად მუშაობს და რომელიც ევროპაში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს”, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ბელორუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტის ვიდეოკომენტარი პრეზიდენტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
მოკლევადიანი ვიზიტებისათვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში 28 მარტიდან ამოქმედდა, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შენგენის ზონის ქვეყნებში 90-დან 180 დღე დაჰყონ უვიზოდ.