საქართველოს პრემიერი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის წინადადებით გამოვიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონები ბრიფინგზე
მიკროფონები ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერის წინადადებით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი დაკომპლექტებული იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მასმედიის უფლებადამცველებისგან.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინადადებით გამოვიდა, საქართველოში შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში მასმედიის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.

სიტყვის თავისუფლების თემა საქართველოში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
ხალვაში დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს ევროსასამართლოშიც მოიგებს

„გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის ევროპელ მედია-ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერი ჩანაფიქრით, ახალმა ინსტიტუტმა მუდმივად უნდა განახორციელოს საქართველოში მედია-გარემოს მონიტორინგი, მათ შორის, შეისწავლოს და შეაფასოს მოვლენები „რუსთავი 2“-ის ირგვლივ.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს პატივს სცემს.

„ასე ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. ამასთან ერთად მინდა ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - Sputnik საქართველო
წულუკიანი: Rustavi2-ის საქმე პრიორიტეტული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის

მოქმედი ხელისუფლების ინტერესებშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და დაუშვებელია სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევა.

სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ თითქმის ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0