ხალვაში დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს ევროსასამართლოშიც მოიგებს

© Government of Georgiaბიზნესმენი ქიბარ ხალვაში
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის თაობაზე.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დარწმუნებულია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“ (Rustavi2)-ის საქმეზე მის სასარგებლოდ მიიღებს. 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის მისი წინა მფლობელისათვის ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემის შესახებ. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ტელეკომპანიის იურისტებმა მიმართეს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. 

ევროსასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. 

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და ამით საქართველო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მეტი ლეგიტიმაცია შეემატება“, — თქვა ხალვაშმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

პლაკატი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დასაცავად გამართულ აქციაზე - Sputnik საქართველო
"რუსთავი 2": რა ელის ტელეკომპანიას?

თავის მხრივ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ხალვაშის ასეთ რწმენას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 

„რა თქმა უნდა შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე მხარეს წარმოვადგენ და რა თქმა უნდა მინდა რომ დროებითი ღონისძიება (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება) გაგრძელდეს. დაველოდოთ, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, — თქვა საძაგლიშვილმა. 

სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის გარშემო თითქმის ორი წელია გრძელდება. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ხალვაშისათვის გადაცემის შესახებ, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 


ყველა ახალი ამბავი
0