მფარველ ანგელოზთან ურთიერთობის 8 წესი

© FL/ LastHuckleBerryმფარველი ანგელოზი
მფარველი ანგელოზი - Sputnik საქართველო
გამოწერა

არსებობენ თუ არა მფარველი ანგელოზები? რაღა თქმა უნდა, ისინი არავის უნახავს, მაგრამ უამრავზე უამრავ ადამიანს სწამს მათი არსებობა. 

უფრო მეტიც, საკუთარ თავზე გამოუცდია აუხსნელი ძალების მოქმედება რთულ, უიმედო მომენტში, რომელსაც დაუცვია და გარდაუვალი სიკვდილისგანაც კი უხსნია ის.

ეს არამიწიერი ძალა მფარველი ანგელოზია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება თან დაჰყვება სწორი გზის მაჩვენებლად და ხიფათის ამრიდებლად.

ღრუბლიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწაულებრივი გამოღვიძება, გადარჩენილი ჩვილი და უცნობი ქალის სატელეფონო ზარი

დიახ, ეს ყველას სმენია, აი მფარველ ანგელოზთან ურთიერთობა კი, ანუ როგორ სთხოვოს მას დახმარება, ყველამ არ იცის. არადა, თურმე საამისოდ რვა სპეციალური წესიც კი არსებობს.

1. მფარველ ანგელოზი მუდამ მზადაა დაგეხმაროთ, წვრილმანი პრობლემების მოგვარებაშიც კი, მაგრამ არ ღირს მისი საჭიროების გარეშე შეწუხება. ესაუბრეთ მას იმ პრობლემებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში გაწუხებთ. უამბეთ მას ყველაფერი გინდ ხმამაღლა, გინდ ჩუმად, საკუთარ ფიქრებში.

2. მფარველი ანგელოზისთვის მომავალი „მრავლობით“ ვარიანტში არსებობს. როდესაც ისინი გვეხმარებიან, „ამუშავებენ“ ვითარებას, რომელიც სასურველ შედეგამდე მომავალში მიგვიყვანს.  ამიტომ, თუ დახმარების თხოვნის შემდეგაც კი ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ელოდით, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. იცოდეთ, რომ ეს სწორედ ის გზაა, რომელიც მფარველმა ანგელოზმა თქვენთვის აარჩია, ვინაიდან უწყის, რომ სწორედ ის მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.

მფარველი ანგელოზი - Sputnik საქართველო
მფარველი ანგელოზი, ანუ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა...

3. თუ ჩიხში აღმოჩნდით, სთხოვეთ დახმარება მფარველ ანგელოზს და ყური მიუგდეთ შინაგან ხმას. ის მოგცემთ პასუხს შეკითხვაზე, როგორ მოიქცეთ.

4. ნუ შეგეშინდებათ მფარველი ანგელოზისა. რაც უნდა ჩაიდინოთ, ის ვნებას არ მოგაყენებთ.

5. თუ თხოვნაზე პასუხს „გრძნობთ“, ანუ „გესმით“, როგორ უნდა განახორციელოთ ჩანაფიქრი, მერყეობისა და ეჭვების გარეშე დაიწყეთ მოქმედება. მაგრამ თუ აცნობიერებთ, რომ ვერ შეძლებთ იმ მოთხოვნების შესრულებას, რაც შინაგანმა ხმამ გიკარნახათ, ნუ შეუდგებით პრობლემების გადაჭრაზე მუშაობას.

6. არ ღირს მფარველი ანგელოზის „ჯადოსნური“ შესაძლებლობების შემოწმება. არასდროს დაუსვათ მას ისეთი კითხვა, რაზე პასუხიც იცით. პატივი ეცით იმიერ სამყაროს.

7. უსარგებლოა ისეთი კითხვების დასმა მფარველი ანგელოზისთვის, როგორიცაა „სად ვიპოვო განძი?“ ან „როგორ გავმდიდრდე?“ ისინი, უპირველესად, ჩენი სულიერი სამყაროს მკურნალები და დამხმარეები არიან და ადამიანის მატერიალური კეთილდღეობით არ ინტერესდებიან.

8. იმისათვის, რომ მფარველი ანგელოზი მუდამ თქვენთან იყოს, გეხმარებოდეთ და გზას გიკვალავდეთ, ყოველ დილას წარმოთქვით ეს სიტყვები: „ანგელოზო ჩემო, იყავი ჩემთან. ცხოვრებას რწმენითა და შენთან მეგობრობით გავივლი“.

ყველა ახალი ამბავი
0