სასწაულებრივი გამოღვიძება, გადარჩენილი ჩვილი და უცნობი ქალის სატელეფონო ზარი

გამოწერა

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა ისეთი შემთხვევა, რომლის ახსნაც ჰომო საპიენსის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომაც, როგორც წესი, ასეთ მოვლენებს ჩვენთვის მიუწვდომელ და შეუცნობელ სამყაროს მივაწერთ ხოლმე და მისტიკად ვნათლავთ. თუმცა, უბრალოდ კი არ მივაწერთ და ვნათლავთ, ასეცაა.

აბა, რით უნდა აიხსნას, მაგალითად, იმგვარი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე თვის შვილის გვერდით ღრმად ჩაძინებულ დედას სახეში მძლავრი გალაწუნება აღვიძებს, თვალს ახელს და ხედავს, რომ პირქვე ჩამხობილი ბავშვი უკვე ლამის გაგუდულა — გალურჯებული უძრავად წევს. ბავშვს ასულიერებს, გონებაზე მოჰყავს და მერეღა გრძნობს, რომ სასტიკად ეწვის ლოყა. სარკეში იხედება და თვალნათლივ ხედავს სახეზე აღბეჭდილ ხუთ თითს. პირჯვარს იწერს და ღმერთს მადლობას შეჰბღავის. ზუსტად იცის, რომ ეს თითები მისი შვილის მფარველი ანგელოზისაა, იმიტომ რომ სხვა ამას ვერავინ იზამდა, რადგან შინ მარტოა!!!

საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
სამი კაპიტნის ,,7 ნომრიანი“ მაისური და ქართული სპორტის ,,მისტიკური“ დამთხვევები

არავის ეგონოს, რომ ეს ვინმე ფანატიკოსის შეთხზული ისტორიაა. ეს ისტორია პირადად მე გადამხდა და გარწმუნებთ, ზედმეტად საღად მოაზროვნე მორწმუნე ვარ იმისთვის, რომ რაიმე გამოვიგონო, ანუ ზემოთ ნათქვამი ყველა სიტყვა წმიდა წყლის სიმართლეა.

ან რა არის ამაში დაუჯერებელი? მისტიკური მოვლენა ხომ მრავალი თქვენგანის ცხოვრებაშიც მოხდარა, უბრალოდ, ამის შესახებ მხოლოდ ახლობელ–მეგობრებთან თუ გისაუბრიათ.

მაგრამ არსებობენ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები, რომელთა მისტიკური თავგადასავლებიც, როგორც იტყვიან, ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოდის.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Marion Doss / Richard M. Nixon Meeting with Elvis Presleyელვის პრესლი სტუმრად პრეზიდენტ ნიქსონთან
ელვის პრესლი სტუმრად პრეზიდენტ ნიქსონთან  - Sputnik საქართველო
ელვის პრესლი სტუმრად პრეზიდენტ ნიქსონთან

•    როკ–ენ–როლის მეფედ აღიარებულმა ელვის პრესლიმ ერთ დღეს მენეჯერად იმ დროს ყველასთვის უცნობი ახალგაზრდა, ტომ პარკერი დაიქირავა. სამუშაოზე გასვლის პირველი დღე პარკერისთვის ძალიან დატვირთული და მძიმე გამოდგა. გვიან ღამით შინ მისული ლოგინზე დაენარცხა და მკვდარივით ჩაეძინა.

კოშმარი ესიზმრა. ვითომ ელვის პრესლი იატაკზე ეგდო და ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა, ხოლო მის გვერდით შპრიცები და ვისკის ცარიელი ბოთლები ეყარა, ჭერიდან მონეტები ცვიოდა და ძირს დაცემისთანავე შავ ხოჭოებად იქცეოდა.

ტომ პარკერი ამ სიზმარს, ალბათ, ყურადღებას არ მიაქცევდა და არც არასდროს აღარ გაიხსენებდა, რომ არა ცოტა ხნის შემდეგ მომხდარი საშინელი ფაქტი: ელვის პრესლი საკუთარი სააბაზანო ოთახის იატაკზე დაგდებული იპოვეს მკვდარი  —  ზედმეტი ნარკოტიკისგან ერთიანად დაკრუნჩხული.

•    ფრანგი მწერალი ანტუან სენტ–ეკზიუპერი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მფრინავი გახლდათ. ერთ დღეს, როდესაც მორიგ რეისს ასრულებდა, მისი ორადგილიანი თვითმფრინავის ძრავი ჩაქრა და საჰარის უდაბნოს გავარვარებულ ქვიშაში ჩაემხო. რადიოგადამცემი დადუმდა. ეკზიუპერი თვითმფრინავის ფრთის ქვეშ შეძვრა და შეეცადა დაეძინა, რომ როგორმე სიცხესა და უწყლობას გამკლავებოდა.

© photo: Sputnik / Sputnik/ალექსეი ბუშკინი  / გადასვლა მედიაბანკშიანტუან სენტ-ეკზიუპერი, ნიკოლაი ერიშევის ნახატი, 1964 წ.
ანტუან სენტ-ეკზიუპერი, ნიკოლაი ერიშევის ნახატი, 1964 წ.  - Sputnik საქართველო
ანტუან სენტ-ეკზიუპერი, ნიკოლაი ერიშევის ნახატი, 1964 წ.

სადღაც, ერთი საათი ეძინა. მერე უცბად რაღაცამ შეაკრთო და გამოაღვიძა. თვალები გაახილა და რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი წითელკაშნეიანი ბიჭი დაინახა.

— ნუ გეშინია, ანტუან! შენ საშველად მალე მოვლენ! — ღიმილით უთხრა ბიჭმა.

„მეჩვენება, ჰალუცინაცია დამეწყო“, — გაიფიქრა ეკზიუპერიმ და ისევ დახუჭა თვალები. სამი საათის შემდეგ კი მის თავზე მოძრავი სამაშველო თვითმფრინავის ძრავის ხმაურმა წამოაგდო ფეხზე…

•    პოეტ ბულატ ოკუჯავას ერთ–ერთი ახლობლის სახლში ერთ დღეს ტელეფონის ზარი გაისმა. უცნობი ქალბატონი რეკავდა, რომელსაც ოკუჯავას ტელეფონი აინტერესებდა. ახლობელმა უარი უთხრა ნომრის მიცემაზე და გაბრაზებულმა ქალმა უხეშად ჩაჰყვირა ყურმილში:

— სულელო! მაშინ თავად გადაეცი, რომ პარიზში არ წავიდეს, თორემ ცუდად დაამთავრებს!

ოკუჯავას მეგობარმა უცნობი ქალბატონი სიტყვებს, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ მიანიჭა, ვიღაც გიჟად ჩათვალა და ბულატს არაფერი უთხრა.

ამასობაში ოკუჯავა გერმანიაში გაემგზავრა, იქიდან კი პარიზისკენ აიღო გეზი. სადგურშივე უგრძვნია, რომ ძლიერ გაცივდა. საღამოს სიცხემ 40 გრადუსამდე აუწია. საუკეთესო თერაპევტი მიჰგვარეს, მაგრამ ექიმმა სამი დღის განმავლობაში ვერაფრით ვერ დაუგდო ტემპერატურა… და ბულატ ოკუჯავა პარიზში გარდაიცვალა.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიЛариса Гузеева (слева) в роли Ларисы Огудаловой и Андрей Мягков в роли Карандышева в фильме Эльдара Рязанова "Жестокий романс".
Лариса Гузеева (слева) в роли Ларисы Огудаловой и Андрей Мягков в роли Карандышева в фильме Эльдара Рязанова Жестокий романс. - Sputnik საქართველო
Лариса Гузеева (слева) в роли Ларисы Огудаловой и Андрей Мягков в роли Карандышева в фильме Эльдара Рязанова "Жестокий романс".

•    მსახიობ ანდრეი მიაგკოვს ფილმ „სასტიკი რომანსის“ გადაღებისას მართლაც აუხსნელი და მისტიკური ამბავი შეემთხვა. მიაგკოვის გმირი ხომალდს უნდა წამოსწეოდა ნავით. დაიწყო სცენის გადაღება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ნავი მორევმა ჩაითრია და პირდაპირ ხომალდის ფოლადის ვენტილატორის ქვეშ შეაგდო. ნავი ამოყირავდა და მსახიობი ქვეშ მოიყოლა. მიაგკოვს სუნთქვა შეეკრა, ვეღარ ინძრეოდა, თანდათან ღრმად იძირებოდა და ის იყო გონება უნდა დაეკარგა, რომ რაღაც ძალამ აიტაცა, წყალზე გაათრია და პირდაპირ ნაპირზე გამოაგდო.

პირველი, რაც გონზე მოსულმა მსახიობმა დაინახა — ეს იპატიევის მონასტრის ჯვარი იყო. ანდრეი მიაგკოვიცა და მთელი მისი ოჯახიც დღემდე ღრმადაა დარწმუნებული, რომ ის ამ უძველესი ტაძრის წმიდანებმა იხსნეს უეჭველი დაღუპვისგან…

ყველა ახალი ამბავი
0