სამი კაპიტნის ,,7 ნომრიანი“ მაისური და ქართული სპორტის ,,მისტიკური“ დამთხვევები

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე
საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამგვარი დამთხვევვები ცოტა მისტიკურიც ხდება...

 თამაზ ჩიქვანაია

 ეს წელი უმაღლესი დონის სპორტული ასპარეზობებით უჩვეულოდ დატვირთული იყო. საფეხბურთო ნაკრებმა, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშა, კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურნირში ზედიზედ მესამედ იასპარეზეს, ხოლო რაგბისტებმა — მეოთხედ — მსოფლოს თასზე. შედეგები არაერთგვაროვანია, იყო წარუმატებლობაც და წარმატებაც, გააჩნია, ვინ რა თვალით შეხედავს მიღწეულს. ამ წერილის მიზანი არ არის სამი ნაკრების თამაშის ანალიზი, მინდა, ჩემი აზრები გაგიზიაროთ კონკრეტული პიროვნებების გამოსვლებზე და ერთ უცნაურ დამთხვევაზეც გესაუბროთ. თანამიმდევრულად მოვყვები.

 კახა ცხადაძის მოსვლით საფეხბურთო ნაკრების სათამაშო სტილი შეიცვალა, ჯერჯერობით მხოლოდ კონტურები ჩანს მომავლის გუნდის, რომლის უმთავრესი ფუნქციაც ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ელიტის მარაქაში გარევაა. თავის დროზე ნაკრების კაპიტნად ჯაბა კანკავას დანიშვნამ ბევრი ვერაფერი შეცვალა, გუნდი როგორც იყო განწირული წაგებისთვის, ისევე დარჩა, მაგრამ საკმარისი გახდა საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლა, ასე თუ ისე გუნდის ათამაშება, სწორ ტაქტიკურ რელსებზე დაყენება და მაშინვე გამოჩნდა, რომ ნაკრებს ღირსეული კაპიტანი ჰყავს. კანკავა იბრძვის მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, ლიდერობს დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც და მაგალითის მიმცემია შეტევაშიც; წარმოუდგენლად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს და მისმა თავდადებამ გახსნა და დანარჩენი ფეხბურთელებიც აათამაშა. ასეთი მოტივირებული და მონდომებული ოქრიაშვილის, ყაზრიშვილის და ნაკრების „ძველი“ თუ ახალი წევრების ხილვა იმის იმედს მაძლევს, რომ „მალე გაზაფხული ჩვენს ქუჩაზეც მოვა“… უდიდესი დამსახურება კი ამაში კაპიტანს, ჯაბა კანკავას, მიუძღვის.

© http://90wuti.ge/1632--1-.htmlჯაბა კანკავა - ფეხბურთი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი
ჯაბა კანკავა - ფეხბურთი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი - Sputnik საქართველო
ჯაბა კანკავა - ფეხბურთი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი

 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს ნაკრებს ძალიან გაუჭირდა (რატომ? რა? და რისთვის?— სხვა თემაა), როცა უკანდასახევი გზა მოჭრილი აღმოჩნდა, თავისი სიტყვა გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ თქვა; იყო მომენტები, როცა ზაზა მარტო იბრძოდა, მისი აგრესიული (ზოგჯერ, ერთი შეხედვით, ზედმეტადაც) თამაში შეუძლებელი იყო არ ქცეულიყო მოტივატორად დანარჩენებისთვის და ბოლო შეხვედრებში გუნდმა რომ გამოიღვიძა და ხმაურიან გამარჯვებებთან ერთად ბოლო წამამდე ტოლ-სწორად ებრძოლა მომავალ ვერცხლის პრიზიორს, სწორედ ზაზა ფაჩულიას, გუნდის ლიდერისა და კაპიტნის თავგანიწრული ბრძოლის შედეგია. 

კალათბურთი, ზაზა ფაჩულია
კალათბურთი, ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
კალათბურთი, ზაზა ფაჩულია

 სულ რამდენიმე დღეა რაგბში მსოფლიო თასზე ასპარეზობა დაასრულა საქართველოს ნაკრებმა, თითქოს დიდი არაფერი მოგვიხვეჭია და ჯგუფიდანაც ვერ გავედით, მაგრამ მსოფლიოს პრესა აჭრელებულია ქართველ ბორჯღალოსანთა ქება-დიდებით. დასაწყისშიც მოგახსენეთ, ყველა თავისებურად აღიქვამს შედეგის წარმატება-წარუმატებლობას, თუმცა აქაც აუცილებლად უნდა გამოვყო ნაკრების კაპიტნისა და უპირობო ლიდერის, მამუკა გორგოძის უდიდესი როლი გუნდის გამოსვლაში. როდესაც მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს ჰკითხეს, ახალ ზელანდიასთან წინასწარ განწირულ შეხვედრაში სხვებთან ერთად  გორგოძეც რატომ არ დაასვენეთო, მან უპასუხა: მამუკა თვლის და მეც ასე მწამს, რომ კაპიტანი მუდამ თანაგუნდელების გვერდით უნდა იდგესო. გორგოძე იდგა იქ, სადაც ყველაზე დიდი დარტყმა მოდიოდა,  ასრულებდა ყველაზე მძიმე და შრომატევად სამუშაოს დაცვაში და მეგობრებს შეტევაში გაალმასებული მიუძღოდა. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კი ნამიბიასთან მატჩში მისი თმენის დიდი უნარი გახლდათ, როცა რეფერი პროვოკაციულ მსაჯობას არ დასჯერდა და ჩვენი კაპიტნის მდგომარეობიდან გამოყვანა სიტყვითაც სცადა, გორგოძემ მხოლოდ გაიღიმა და თანაგუნდელების გამხნევებაც მოახერხა. საბოლოოდ სამართალმა პური რომ ჭამა, ეს სწორედ „გორგოძილას“ დიდი დამსახურებაა.

© http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/legionerebi/22911-qmidi-olimpikisq-oskari-mamuka-gorgodzes.htmlმამუკა გორგოძე - საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი
მამუკა გორგოძე - საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი - Sputnik საქართველო
მამუკა გორგოძე - საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი

ახლა იმ დაპირებულ უცნაურ დამთხვევაზე მოგახსენებთ. კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, ფეხბურთისა – კანკავა, ხოლო რაგბისა – გორგოძე – სამივე მათგანი 7 ნომრიანი მაისურით  ასპარეზობს (ნუ შეგვაცდენს მსოფლიოს თასზე გორგოძის 8 ნომრიანი მაისური, ეს დროებითია) და სამივეს გვარი 7 ასოსგან შედგება; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართველისთვის 7 საკრალურ ციფრთა კატეგორიას განეკუთვნება, ამგვარი დამთხვევვები ცოტა მისტიკურიც ხდება…


ყველა ახალი ამბავი
0