მფარველი ანგელოზი, ანუ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა...

გამოწერა

ალბათ ხშირად გსმენიათ ახლობლებისა თუ ნაცნობებისგან, როგორ გადაურჩნენ უბედურ შემთხვევას წამის მეასედებში, როგორ იხსნა ისინი ფათერაკისა და მძიმე დაზიანებებისგან გაუაზრებლად შეყოვნებამ ან აჩქარებამ, მარჯვნივ თუ მარცხნივ ნაბიჯის რატომღაც გადადგმამ, ვიღაცის მოულოდნელად გამოჩენამ…

ჰო, ასეც ხდება, ქუჩაში მიმავალი, შესაძლოა, ვინმემ უბრალოდ შეგაჩეროთ, რაღაც გკითხოთ, დაგაყოვნოთ და ამით იმ განსაცდელს აგარიდოთ, რომელიც, თურმე, იქვე, ფეხის ერთ გადადგმაზე იყო ჩასაფრებული – თუნდაც აივნიდან გადმოვარდნილი ქოთნის, ან ტროტუარზე შემოვარდნილი მანქანის სახით… და მერე გაიფიქროთ – „ნამდვილად ჩემმა მფარველმა ანგელოზმა გადამარჩინა“.

ღრუბლიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწაულებრივი გამოღვიძება, გადარჩენილი ჩვილი და უცნობი ქალის სატელეფონო ზარი

და იქნებ მართლაც!

ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრს გვწამს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა, რომელიც გამუდმებით თან გვახლავს და გვიცავს.

ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, სწორედ ამგვარ შემთხვევებს ასახავს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადგმულია, მაგრამ არც თუ შორსაა რეალური შემთხვევებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0