საქართველოს მთავრობა თავისუფალი მასმედიის მომხრეა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობაში აღნიშნეს, რომ ქვეყანაში პლურალისტური გარემოს უზრუნველყოფისთვის ყველაფერს აკეთებენ.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა, ამავე დროს, მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის (Rustavi2) ყოფილი მფლობელის – ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ. ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, მაუწყებლის სხვა წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციამ  ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.

„საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა. მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“, – ნათქვამია მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი Rustavi2–ის საქმეზე: პროვოკაციები დაუშვებელია

მთავრობაში ასევე კომენტარი გააკეთეს უშუალოდ „რუსთავი2“–ის საქმეზე.

„ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობაში აღნიშნეს, რომ სასამართლო დავა „რუსთავი2“–ის საქმეზე მძიმე მემკვიდრეობის ფონზე მიმდინარეობდა.

„საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„რუსთავი 2-ის“ მიკროფონი - Sputnik საქართველო
ქიბარ ხალვაში ჯერ არ აპირებს „რუსთავი 2-ის“ გაყიდვას

ტელეკომპანია „რუსთავი2“ უკვე 23 წელია, რაც მაუწყებლობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან მფლობელები ბევრჯერ შეიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ხუთშაბათს, საღამოს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა გაუქმდეს და ეს წილები გადაეცეს მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას შპს „პანორამას“.

რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხალვაშს გადაეცა, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0