ქიბარ ხალვაში ჯერ არ აპირებს „რუსთავი 2-ის“ გაყიდვას

© Sputnik / Alexander Imedashvili„რუსთავი 2-ის“ მიკროფონი
„რუსთავი 2-ის“ მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენი აცხადებს, რომ სანამ სააკაშვილის საშიშროება არსებობს, მანამ ტელეკომპანიას არ გაყიდის, რათა ის ექს-პრეზიდენტის ხელში არ მოხვდეს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელმაც უზენაეს სასამართლოში შეძლო იმის დამტკიცება, რომ ტელეკომპანია  Rustavi2 მისი საკუთრებაა, აცხადებს, რომ მის გაყიდვას ჯერ არ აპირებს.

მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ხალვაშს ტელეკომპანიის მისი გუნდისთვის მიყიდვა შესთავაზა დაახლოებით 4 მილიონ დოლარად. 

ქიბარ ხალვაში და ადვოკატი პაატა სალია - Sputnik საქართველო
ხალვაში: ქართულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ბევრი პროფესიონალი მუშაობს

„მე ბიზნესს ბიზნესურად ვუდგები და ეს ნიშნავს, რომ პირობას არ ვდებ, მთელი ცხოვრება ტელევიზიის ბიზნესში ვიქნები. თუმცა, ვთქვი, რომ უახლოეს მომავალში გაყიდვას არ ვაპირებ. შინაარსის დაზუსტება თუ გინდათ, სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, მის ხელში რომ არ მოხვდეს", — განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ ტელეკომპანია დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.

ხალვაშის თქმით, „რუსთავი 2-ში“ შეიცვლება ის, რომ ეს იქნება არ ერთი პარტიის, არამედ მთელი საქართველოს ტელევიზია. ის იქნება კრიტიკული, მაგრამ არა პარტიული, აღნიშნა ხალვაშმა.

ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა, რომ არ ტელეკომპანიის შენობაში შესასვლელად, რომლის ხელმძღვანელობაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, ძალის გამოყენებას არ აპირებს.

ამერიკის საელჩო - Sputnik საქართველო
აშშ შეშფოთებით უყურებს "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგს

ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში დემოკრატიის დაღუპვად შეაფასა.

„თუ [გვარამია] ფიქრობს რომ სახელმწიფო ძალით დაუპირსიპირდება, ეგეთი რამე პრაქტიკაში საქართველოში არ არსებობს, არ ვიცი ეს ხელისუფლება მოახერხებს თუ არა“, — უპასუხა გვარამიას კომენტარს ხალვაშმა.

ამასთან, ის იმედს იტოვებს, რომ თანამშრომლების ნაწილი მაინც დარჩება ტელეკომპანიაში სამუშაოდ.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხალვაშს გადაეცა, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ხუთშაბათს, საღამოს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა გაუქმდეს და ეს წილები გადაეცეს მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას შპს „პანორამას“.

ყველა ახალი ამბავი
0