„ქართული ოცნება“ არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების მომხრეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას არ გეგმავს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას ემხრობა, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მოქმედი კონსტიტუციით, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ფარული პირდაპირი კენჭისყრით ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. შემდეგი არჩევნები 2018 წელს უნდა ჩატარდეს.

„თითქმის არ ვეხებით ჩვენ პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილებებს. ერთადერთი, რასაც ჩვენ გთავაზობთ, ესაა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა. ეს სისტემა მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს. მნიშვნელოვანია, რომ 7 წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ის ხელმძრვანელობს.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასა და პარლამენტს შორის არბიტრის როლს ასრულებს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყო

„პრეზიდენტის როლი საპარლამენტო სისტემაში არის არბიტრის როლი და ამ სისტემის ფარგლებში პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა. ჩვენი ამოცანა არის, კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ საზოგადო ფიგურა“, — განაცხადა კობახიძემ. მისი გამოსვლა პირდაპირ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციებს თავი აარიდოს.

„სასურველია, სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ჯერ ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები და შემდეგ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომლზეც ჩვენ შეიძლება შევჯერდეთ“, — განაცხადა კობახიძემ.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეეხება, არის ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებობს.

„დღეს გვაქვს სრული აღრევა უფლებამოსილებების. რეალურად მოქმედებს ორგანო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია… გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. რომელიც იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს“, — აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: პირველად გვექნება კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების ჩართულობით მივიღებთ

მისი თქმით, ახალი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტი იქნება.

საქართველოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან ორ თვეში — 2016 წლის დეკემბრის ბოლოს შეუდგა. საკონსტიტუციო კომისიაში 73 ადამიანი შევიდა — ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ოპოზიცია, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შესწორებების საბოლოო პროექტი 30 აპრილამდე უნდა შემუშავდეს.

კონსტიტუციაში ცვლილებები მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ორ, ერთმანეთის მომდევნო სესიაზე, სამთვიანი ინტერვალით, ხმას მისცემს 150-დან მინიმუმ 113 დეპუტატი. შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

ყველა ახალი ამბავი
0