საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების შესახებ ყველა ინიციატივას ქვეყნის მთავრ კანონში მოუყარა თავი.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც ყველა ინიციატივის დეტალურ განხილვას ითვალისწინებს, განაცხადა პარლამენტისა და სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

73 კაციანმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე კომისიის სამუშაო ჯგუფებმა თავი მოუყარეს ყველა ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც „ქართული ოცნების“ მხრიდან ისე 7 ოპოზიციური პარტიის, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

„ჩვენ ორი კვირის წინ დავასრულეთ დისკუსიების პირველი რაუნდი, სადაც კომისიის წევრთა მიერ გამოითქვა მოსაზრებები. ამ მოსაზრებების საფუძველზე კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების კონკრეტული ტექსტები ჩამოყალიბდა. სამშაბათიდან უკვე ვიწყებთ მეორე რაუნდს ამ კონსულტაციების, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთება ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც შევა საქართველოს კონსტიტუციაში“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებები ძალიან ბევრია.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: პირველად გვექნება კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების ჩართულობით მივიღებთ

 „ყველა წინადადება ერთად რომ აგვესახა ახალ რედაქციაში, თუნდაც ალტერნატივების სახით, გავიდოდით დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე. აქედან გამომდინარე, სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ყველა იმ მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება“, — აღნიშნა კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე წინადადებებს შორის არის ქვეყნის გადასვლა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაფართოება, პრეამბულაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მითითება, ერთმანდატიანი ოლქებიდან დეპუტატების არჩევნების გაუქმება და სხვ.

შესწორებების საბოლოო ტექსტის შემუშავების შემდეგ, 30 აპრილამდე კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევა. ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო შესწორებებს საჯარო განხილვაზე გაიტანს, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება. ამის შემდეგ პროექტი პარლამენტს დაუბრუნდება და მისი განხილვა კომიტეტებში გაგრძელდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაითვლება მიღებულად, თუ სამი თვის ინტერვალით ერთმანეთის მომდევნო ორ სესიაზე მათ 113 დეპუტატი სამი მოსმენით დაუჭერს მხარს. შემდეგ მათ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.


ყველა ახალი ამბავი
0