მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო
გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსმა ინტერესი გამოხატა იმ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში უცხოელი ბიზნესმენებისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმების წყალობით შეიქმნა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში საქართველო-ბელარუსის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მარგველაშვილი მინსკში სამშაბათს გაემგზავრა, ხოლო საქართველოს დელეგაციის მისალმების ოფიციალური ცერემონია ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში ოთხშაბათს გაიმართა.

მარგველაშვილისა და ლუკაშენკოს მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეგიონული უსაფრთხოება, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება.

მიხეილ მიატლიკოვი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები გაიმართება

მარგველაშვილმა თავის ბელარუსელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო მზადაა, ბელარუსის მხარეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, ელექტრონული მართვისა და კორუფციასთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბელარუსი დაინტერესებულია იმ შესაძლებლობებით, რომელიც საქართველოში უცხოელი ბიზნესმენებისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმების წყალობით იქმნება.

საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, გააღრმავონ თანამშრომლობა განათლებისა და ინოვაციების სფეროებში. მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრები ბელარუსის პრემიერ ანდრეი კობიაკოვთან, ეროვნული სათათბიროს საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული სათათბიროს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან.

საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ლუკაშენკოს კარტოფილი მოიყვანა

ქართული დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში 2 მარტს დასრულდება.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ტურიზმი წარმოადგენს.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. საქართველოს საელჩო ბელარუსში 2007 წელს გაიხსნა, ხოლო ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ ფუნქციონირება საქართველოში გასულ წელს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0