თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დუშეთში, თავისი სახლის ეზოში მოიყვანა კარტოფილი, რომლის სათესლე მასალა მას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აჩუქა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეარხ Беларусь 1-ის ეთერში, გადაცემაში Крупным планом („მსხვილი პლანით“) ისაუბრა. ლუკაშენკომ მარგველაშვილს სათესლე კარტოფილი თბილისში ვიზიტის დროს, 2015 წლის ოქტომბერში აჩუქა.
„ალექსანდ გრიგორიევიჩმა ბელარუსული კარტოფილი მაჩუქა, რომელიც დავთესე. შემდეგ ვნახე მისი (ლუკაშენკოს) ფოტო Facebook-ში, მას დიდი ტომრები აქვს და კარტოფილიც დიდი მოუვიდა, მე კი ასეთი კარგი არ მომივიდა, თუმცა სოფლის მეურნეობას მივდევ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
ინტერვიუ მარგველაშვილთან მისი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის წინ ჩაიწერა. სახელმწიფოს მეთაური მინსკს 1-2 მარტს ეწვევა.