დაპატიმრებულ დეკანოზ მამალაძეს დაკითხვის ჩაშლა დააბრალეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ციანიდის საქმის“ პროკურორს არ სჯერა, რომ თბილისში დაკავებული დეკანოზი მამალაძე თავს შეუძლოდ გრძნობს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დაკითხვის ჩაშლა დააბრალა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს. მან მხოლოდ 27 თებერვალს დაარღვია დუმილი, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა და განაცხადა, რომ ამისათვის მას ოჯახისთვის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

 „მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის სხვადასხვა მიზეზით დაკითხვის პროცესის ჩაშლას ცდილობს“, — განაცხადა წიკლაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით.

მისი თქმით, მამალაძემ მას შემდეგ განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც გამომძიებლებმა მისთვის რთული კითხვების დასმა დააპირეს.

 „როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შესაბამისი ოქმი შევადგინეთ. ოქმის თანახმად, ექიმებმა ორჯერ გასინჯეს ბრალდებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია. მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში”, — განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
დეკანოზი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

ამავე დროს მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს, რომ მან (მამალაძემ) თავი ნამდვილად შეუძლოდ იგრძნო.

”სიცხე ჰქონდა 35,4 და წნევა 98/60-ზე. ექიმმა ოთარ ტრაპაიძემ პირად საუბრებში მითხრა, რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნებოდა დაისვენოს და მერე მისცეს ჩვენება. როდესაც პროკურორთან შევედით, ექიმმა მაშინვე შეიცვალა თავისი აზრი. შემდეგ, მეორე შემოწმებისას ექიმმა განაცხადა, რომ მამა გიორგის ასევე აღენიშნებოდა გულისრევა. ამ დროისთვის მის მდგომარეობაზე თვითონ ექიმი ვერ მცემს პასუხს, რატომ დაეწყო გულისრევა, რატომ აქვს ასეთი სიცხე. გონებაზეა, მაგრამ შეუძლოდაა. პროკურატურამ კი შეადგინა ოქმი, რომ თითქოს უარს იძახის. უარი არ განუცხადებია დაკითხვაზე”,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მამალაძის დაკითხვის პარალელურად მთავარ პროკურატურაში ჭყონდიდელი ეპისკოპოსის პეტრე ცაავას გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც დაპატიმრების შემდეგ მამალაძეს აქტიურად იცავდა.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
სკანდალი საპატრიარქოში: დეკანოზმა მამალაძემ პირველი ჩვენება მისცა

მამალაძე ბრალს არ აღიარებს, და როგორც ადრე განაცხადა მისმა ადვოკატმა, შოკის მომგვრელი ჩვენების მიცემას აპირებს.

მამალაძის დაკავების შემდეგ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა იმის თაობაზე, თუ ვისზე მზადდებოდა თავდასხმა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურამ საქმის დეტალები არ გაამჟღავნა. საქმის დეტალების გამჟღავნება ასევე აეკრძალა დაცვის მხარეს.

მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0