თამარ გამსახურდია — ტფილელი ბალერინა და მარლენ დიტრიხის კორსეტის ავტორი

© Fotolia / Milkosბალერინას პუანტები
ბალერინას პუანტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგორ ობოლენსკი Sputnik-საქართველოს რუბრიკაში „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ ბალერინა თამარ გამსახურდიას შესახებ გვიამბობს, რომლის მოდების ატელიეს კლიენტებს შორის მარლენ დიტრიხი და ჟაკლინ კენედიც იყვნენ.

მარლენ დიტრიხს ახლო მეგობრები არ ჰყავდა. გამონაკლისი მხოლოდ თამარ გამსახურდია გახლდათ —  წარსულში ცნობილი ბალერინა წლების განმავლობაში რჩებოდა მსახიობის უახლოეს ადამიანად.

© photo: Sputnik / Jakob Berliner / გადასვლა მედიაბანკშიმარლენ დიტრიხი რეპეტიციისას
მარლენ დიტრიხი რეპეტიციისას - Sputnik საქართველო
1/4
მარლენ დიტრიხი რეპეტიციისას
© photo: Sputnik / Jakob Berliner / გადასვლა მედიაბანკშიმარლენ დიტრიხი მოსკოვის ესტრადის თეატრის სცენაზე
მარლენ დიტრიხი მოსკოვის ესტრადის თეატრის სცენაზე - Sputnik საქართველო
2/4
მარლენ დიტრიხი მოსკოვის ესტრადის თეატრის სცენაზე
© photo: Sputnik / Jakob Berliner / გადასვლა მედიაბანკშიმარლენ დიტრიხი, ბერტ ბაკარაკი და რენე დიუპრა მოსკოვის ქუჩებში სეირნობისას
მარლენ დიტრიხი, ბერტ ბაკარაკი და რენე დიუპრა მოსკოვის ქუჩებში სეირნობისას - Sputnik საქართველო
3/4
მარლენ დიტრიხი, ბერტ ბაკარაკი და რენე დიუპრა მოსკოვის ქუჩებში სეირნობისას
© photo: Sputnik / Jakob Berliner / გადასვლა მედიაბანკშიმარლენ დიტრიხი მოსკოვის ესტრადის თეატრში
მარლენ დიტრიხი მოსკოვის ესტრადის თეატრში - Sputnik საქართველო
4/4
მარლენ დიტრიხი მოსკოვის ესტრადის თეატრში
1/4
მარლენ დიტრიხი რეპეტიციისას
2/4
მარლენ დიტრიხი მოსკოვის ესტრადის თეატრის სცენაზე
3/4
მარლენ დიტრიხი, ბერტ ბაკარაკი და რენე დიუპრა მოსკოვის ქუჩებში სეირნობისას
4/4
მარლენ დიტრიხი მოსკოვის ესტრადის თეატრში

მათი მეგობრობა თამარის ხელოვნების წყალობით ჩაისახა. მან მარლენისთვის კაუჩუკის საფენებიანი ორიგინალური კორსეტი შექმნა, რომელიც კინოვარსკვლავის სხეულს ღვთაებრივ მოხაზულობას აძლევდა. ამბობენ, რომ სწორედ ეს კორსეტი ემოსა დიტრიხს 1963 წელს მოსკოვსა და ლენინგრადში გამართულ კონცერტებზე.

გერმანელ-ამერიკელი კინოდივა თამარ გამსახურდიას ერთადერთი ვარსკვლავური კლიენტი არ ყოფილა. მისი კიდევ ერთი  ცნობილი კლიენტი გახლდათ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლე ჟაკლინ კენედი.

CC BY 2.0 / manhhai / Jacqueline Kennedy with Caroline and John Jr. on Christmas Day in Palm Beach, Florida, December 25, 1962ჟაკლინ კენედის ნატიფი ტორსის ერთ-ერთი „მიზეზი“ თამარ გამსახურდიას კორსეტიც ყოფილა
ჟაკლინ კენედის ნატიფი ტორსის ერთ-ერთი „მიზეზი“ თამარ გამსახურდიას კორსეტიც ყოფილა - Sputnik საქართველო
ჟაკლინ კენედის ნატიფი ტორსის ერთ-ერთი „მიზეზი“ თამარ გამსახურდიას კორსეტიც ყოფილა

ამერიკის პირველმა ლედიმ ყოფილი ბალერინას ოსტატობას მაღალი შეფასება მისცა და გულითადი სამადლობელი წერილიც მისწერა. ეს წერილი დღემდე შემონახულია.

უნდა ითქვას, რომ თავის დროზე გამსახურდიამ აღიარება ბალერინის ამპლუაშიც მოიპოვა. 1917 წელს მან ზიმინის ცნობილი ოპერის ვარსკვლავი მატილდა კშესინსკაია ჩაანაცვლა და ოპერის პრიმა–ბალერინა გახდა.

ვერა წიგნაძე - Sputnik საქართველო
ვერა წიგნაძეს 92 წელი შეუსრულდებოდა - რისთვის გვიყვარდა და რატომ გვახსოვს ის...
სპექტაკლებს, რომლებშიც თამარი მონაწილეობდა, დიდი წარმატება ხვდა წილად. ახალგაზრდა ბალერინაზე აღფრთოვანებული რეცენზიები იწერებოდა. 

მსახიობი მიხაილ ჟაროვი, რომლის კარიერაც ასევე ზიმინის თეატრში დაიწყო, მემუარებში წერს, რომ 1917 წლის საზაფხულო გასტროლების მთავარი ნომერი სწორედ თამარ გამსახურდიას ცეკვა იყო.

და მაინც, მიუხედავად წარმატებული გამოსვლებისა, თამარის მამა — სარატოვის კერძო ცირკის ანტრეპრენიორი, ქალიშვილის საბალეტო მოღვაწეობას უარყოფითად უყურებდა და ოცნებობდა, რომ თამარი თავისი ცირკის არენაზე ეხილა.

© ალექსანდრ ვასილევის არქივიდანთამარ გამსახურდია და ალექსანდრ დემიდოვი — სცენა სპექტაკლიდან
თამარ გამსახურდია და ალექსანდრ დემიდოვი — სცენა სპექტაკლიდან - Sputnik საქართველო
თამარ გამსახურდია და ალექსანდრ დემიდოვი — სცენა სპექტაკლიდან

ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ თამარ გამსახურდია ტფილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. 1920–1923 წლებში დედაქალაქში არსებობდა საბალეტო სტუდია, რომელსაც ანა პავლოვას სახელგანთქმული პარტნიორი მიხაილ მორდკინი ხელმძღვანელობდა. თამარმა მასთან დაიწყო მუშაობა და ცეკვავდა სპექტაკლებში „კარნავალი“ და „ჟიზელი“.

თამარ თუმანიშვილი - Sputnik საქართველო
თეთრი მარგალიტების ვარდი ბალეტის „შავი მარგალიტისთვის“ — თამარა თუმანიშვილი

მიხაილ მორდკინმა სპექტაკლების რეკლამირების მიზნით, საკუთარ საბალეტო დასს, როგორც დღეს იტყვიან, ფოტოსესია მოუწყო — წამყვანი მოცეკვავეებისთვის სურათები გადააღებინა, რომლებსაც მერე ტფილისის ქუჩებში აკვრევინებდა ხოლმე.  მათ შორის იყო თამარ გამსახურდიას ფოტოც, რომელიც დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმში ინახება.

გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მორდკინს გაეწია თამარისთვის რეკომენდაცია ანა პავლოვასთან, რომელმაც მიიწვია კიდეც იგი დასში, მაგრამ…

პავლოვა და გამსახურდია ერთმანეთს 1930 წელს შეხვდნენ, როდესაც თამარი უკვე ბერლინში ცხოვრობდა. მათი თანამშრომლობის დაწყებას დიდი ბალერინას მოულოდნელმა სიკვდილმა შეუშალა ხელი. 

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა თამარმა საკუთარი საბალეტო სტუდიის გახსნა. მაგრამ იჯარის გადასახდელი ფული არ ჰქონდა და ამიტომაც „ლორ ბელენის“ მოდების სახლში დაიწყო მუშაობა, რომლის მფლობელიც რუსი ემიგრანტი ლარისა ბეილინა გახლდათ.

მოდების სახლში მუშაობისას დაებადა იდეა, შეექმნა ისეთი აზღუდი, რომელიც ქალებს ცხენით ჯირითისას ან სპორტული ვარჯიშებისას გამოადგებოდათ. იმავე პერიოდში შეუდგა კორსეტების დახვეწაზე მუშაობას და…

თამარის კორსეტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა, შეკვეთების რაოდენობა იმატებდა, ვინაიდან ქალბატონები რეზინის შესაკრავებისა და ელასტიური ქსოვილების წყალობით საკუთარ სხეულებს ყოველგვარი დიეტის გარეშეც აძლევდნენ სრულყოფილ ფორმას.

და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ თამარ გამსახურდიამ საბალეტო დასის გახსნა საერთოდაც გადაიფიქრა და მთლიანად მოდის სამყაროში ჩაეფლო…

ყველა ახალი ამბავი
0