რით დაამახსოვრა მან თავი მსოფლიო ბალეტს, რისთვის უყვარდათ და ამ დრომდე რატომ ახსოვთ ის, ამის შესახებ „Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ.
ვერა წიგნაძე წარმოშობით ბაქოდან იყო. დედა ბაქოში რუსეთიდან ჩავიდა და საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, მამა კი ძირძველი ქუთაისელი იყო, რომელმაც აზერბაიჯანის დედაქალაქს სამსახურებრივი საქმეებიდან გამომდინარე ეწვია. ის ავად გახდა და იმ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ვერას დედა მუშაობდა. აი, აქედან დაიწყო მათი რომანი.
ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლების დამთავრების შემდეგ ვერამ ახუნდოვას სახელობის ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში მოხვდა. მან კარდაბალეტიდან დაიწყო და 16 წლისას მას ბალეტ „რაიმონდში“ მთავარი პარტია ანდეს.
ისტორიულ სამშობლოში ერთ-ერთი სტუმრობისას ვერამ თბილისში თავის კუმირი — ქართული ბალეტის მეტრი ვახტანგ ჭაბუკიანი დაინახა. ის დონ კიხოტს ცეკვავდა მარია სემიონოვასთან ერთად. ჭაბუკიანმა შენიშნა ვერა და ის თბილისში მიიწვია. და ის მალე მისი პარტნიორი გახდა.
ამის შემდეგ ვერას შემოქმედებით კარიერაში დაიწყო გასტროლი საბჭოთა კავშირის ირგვლივ, აშშ-ში, პარიზში, ესპანეთში, ბრაზილიაში, ჩილეში. მას ყველგან თავბრუდამხვევი წარმატება ჰქონდა.
ვერა წიგნაძის განმასხვავებელი თვისებები — ფორმის მკაცრი აკადემიურობა, ოსტატობა და ექსპრესიულობა — მის ცეკვაში ქალურ შარმთან და პოეტურობასთან კარგად იყო შერწყმული.
კარიერის დასრულების შემდეგ წიგნაძემ პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კლასიკური ცეკვის პედაგოგად დაიწყო მუშაობა.
2005 წლის დეკემბერში ქართულმა ფოსტამ ორი მარკა „ქართული ბალეტი“ გამოუშვა. პირველზე ვერა წიგნაძე იყო გამოსახული, მეორეზე კი ვახტანგ ჭაბუკიანი.
ვერა წიგნაძე ორჯერ იყო დაჯილდოებული სტალინის პრემიით: 1948 წელს ბალეტ „სინათლეში“ შესრულებული ფეი დობრას პარტიისათვის და 1951 წელს თორაძის „გორდაში“ შესრულებული პარტიისთვის.