სირიის კონფლიქტი. მხარეები და მათი ინტერესები

© AFP 2024 / GEORGE OURFALIANალეპო
ალეპო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომის წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ იმარჯვებს ის, ვინც მტკიცედ იყენებს სამხედრო ძალას და შეუძლია თუნდაც ერთ-ერთ მხარესთან მოლაპარაკება. მოსკოვმა გამონახა საერთო ენა ანკარასთან და გაატარა გადამჭრელი სამხედრო მოქმედებები, რითიც აიძულა არაჯიჰადისტური ოპოზიცია დამასკისთან მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო.

ალექსანდრე გელოვანი

სირიაში ძალიან ბევრი, ზოგიერთი შეფასებით, ათასზე მეტი შეიარაღებული რაზმი ომობს. კონფლიქტში ჩართული მხარეები პირობითად შეიძლება დაიყოს ხუთ ჯგუფად: სამთავრობო ძალები, სირიის თავისუფალი არმია, ისლამისტები, ჯიჰადისტები და ქურთული ძალები.

რუსეთი და ირანი მხარს მმართველ ძალას უჭერენ და გამოდიან ყველას წინააღმდეგ, ვინც მის გადადგომას მოითხოვს. თუმცა, არც თეირანი და არც მოსკოვი არ თვლიან თავს საკუთრივ ბაშარ ალ-ასადის ფიგურით შებოჭილად. ისინი მთავრობის ძალადობრივი ცვლილების წინააღმდეგი არიან, ვინაიდან ეშინიათ, რომ ასადის კლანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემთხვევაში დაიწყება ქაოსი, რომელშიც სრულად დაკარგავენ საკუთარ პოზიციებს ამ ქვეყანაში.

გაეროს უშიშროებიის საბჭო - Sputnik საქართველო
გაეროს უშიშროების საბჭომ ალეპოში საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ რეზოლუცია მიიღო

მოსკოვმა და თეირანმა განახორციელეს მთელი რიგი ერთობლივი ნაბიჯები სირიაში. მიზნები, რომლებიც ამ ქვეყნებს აახლოებს, დღესაც აქტუალურია. რუსეთის ყოფნამ სირიაში დასავლეთი დააშორა არაბულ აღმოსავლეთს, რაც ირანის სტრატეგიულ ინტერესებსაც პასუხობს. მართალია, აშშ-ის სამხედრო ჩარევამ 2003 წელს, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი სტრატეგიული დივიდენდები მოუტანა ირანს (მოუხსნა მუქარა ბაღდადის მხრიდან და საშუალება მისცა დაემყარებინა საკუთარი გავლენა ერაყის ნაწილზე), მაგრამ სირიაში ანალოგიურ სცენარს პერსპექტივა არ აქვს: ერაყისგან განსხვავებით, სირიის მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია (შესაბამისად, 35% და 73%). თუმცა, რუსეთისა და ირანის ინტერესების თანხვედრაც არ არის უსაზღვრო. აიათოლებს არ მიაჩნიათ ბუნებრივად და ლეგიტიმურად მოსკოვის სწრაფვა ახლო აღმოსავლეთში – დაიმკვიდროს თავი რეგიონულ მოთამაშედ.

© NewsTeamსირიის სახელმწიფო ჯარებისა და ბოევიკური დაჯგუფებების საომარი ქმედებების შედეგად დანგრეული შენობები ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში
სირიის სახელმწიფო ჯარებისა და ბოევიკური დაჯგუფებების საომარი ქმედებების შედეგად დანგრეული შენობები ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში - Sputnik საქართველო
სირიის სახელმწიფო ჯარებისა და ბოევიკური დაჯგუფებების საომარი ქმედებების შედეგად დანგრეული შენობები ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში

თეირანი, ასადის ყველაზე ძველი და თანმიმდევრული მოკავშირე, სერიოზულ საფრთხედ განიხილავს სირიის შესაძლო „თალიბანიზაციას“ და ცდილობს ლიბანამდე შიიტური დერეფნის შექმნა-შენარჩუნებას. ირანს გავლენა აქვს შიიტ ბოევიკებსა და „ჰიზბ-ალაჰზე“, რომლებმაც, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, მოლაპარაკებების მსვლელობის დროსაც კი გააგრძელეს შეტევა სუნიტებზე დამასკოს დასავლეთით.

მოსკოვს რეგიონში მთელი რიგი სტრატეგიული ინტერესები გააჩნია, რომლებიც გამოხატულია სამხედრო ბაზებით, კონტრაქტებით შეიარაღების სფეროში, შეთანხმებებით ნავთობის მწარმოებლებთან და დიპლომატიური გავლენით. ამ მხრივ რუსეთს დღეს გაცილებით უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე სირიაში შესვლამდე ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაცია თავისი გაუბედავი ნაბიჯებით, ფაქტობრივად, განერიდა სირიის კონფლიქტს, ხოლო ევროპა მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოგვარებაში ჩაეფლო, მოსკოვმა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო. ომის წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ იმარჯვებს ის, ვინც მტკიცედ იყენებს სამხედრო ძალას და შეუძლია თუნდაც ერთ-ერთ მხარესთან მოლაპარაკება. მოსკოვმა გამონახა საერთო ენა ანკარასთან და გაატარა გადამჭრელი სამხედრო მოქმედებები, რითიც აიძულა არაჯიჰადისტური ოპოზიცია დამასკისთან მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო.

ასტანა - Sputnik საქართველო
ასტანაში სირიის საკითხებზე მოლაპარაკებები იწყება

რუსეთს არ სურს თავისი ყოფნა სირიაში „ინტერვენტის“ ხარისხში გააგრძელოს. რუსი სამხედროები მოვიდნენ აქ, რათა რამდენიმე თვეში დაემთავრებინათ საქმე, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია გაუგრძელდათ იქ ყოფნა. ეს შესაბამისად ზრდის საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა მსხვილ მოთამაშეთა მხრიდან უკმაყოფილებას მოსკოვით, რომელსაც არანაირად არ სურს, რომ სირიის პრობლემამ მოახდინოს გავლენა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მისი ურთიერთობების დალაგებაზე.

თურქეთი სირიის კრიზისის დაწყებისთანავე მათ შორის იყო, ვინც ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდა. მას რეგიონისთვის საკუთარი საინტეგრაციო პროექტი აქვს, რომელიც გულისხმობს ანკარის ავტორიტეტის ქვეშ ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას. ნეოოსმალური პოლიტიკა უპირატესად რბილი ძალის გაყენებას ეფუძნება. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ თურქეთი სირიაში უშუალო სამხედრო ინტერვენციისგან თავს იკავებდა, თუმცა ყველანაირად ეხმარებოდა ოპოზიციის სამხედრო ძალებს, უპირველეს ყოვლისა, „სირიის თავისუფალ არმიას“. მეორე მხრივ, სირიის სამოქალაქო ომი სერიოზული გამოწვევაა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ანკარა დიდი ხანია ითხოვდა ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნას, რომელიც შეასრულებდა ბუფერის როლს და დაარეგულირებდა ლტოლვილთა ნაკადს ამ ქვეყნიდან.
სავარაუდოდ, სწორედ ამგვარი ზონის ჩამოყალიბებისა და ალ-ასადის მომავლის საკითხები გახდა რუსეთსა და თურქეთს შორის შეთანხმების საგანი.

© Sputnik/ Михаил Алаеддин ალეპო დღეს
ალეპო დღეს - Sputnik საქართველო
ალეპო დღეს

ამავდროულად სირიული დაჯგუფებების უმრავლესობა, უპირველეს ყოვლისა კი „სირიის თავისუფალი არმია“ თავისი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების კუთხით თურქეთზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, რომ ამ დაჯგუფებებზე კონტროლის ხარისხს გავლენა ექნება რუსეთის ყოფნაზე სირიაში. ამგვარად, ანკარაც არ არის ხელცარიელი მოსკოვის წინაშე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა სირიის კონფლიქტის გარშემო ინტერესების ურთიერთგათვალისწინებაზე დგას. 

საუდის არაბეთისა და კატარის გარკვეული წრეები ზურგს უმაგრებენ კონფლიქტის კიდევ ერთ მხარეს — სირიის ისლამისტურ (არაჯიჰადისტურ) ოპოზიციას. ეს მხარე ასტანის შეხვედრებზე მოწვეული არ ყოფილა, თუმცა წარმოდგენილია ჟენევის მოლაპარაკებებზე „ერ-რიადის“ ჯგუფის შემადგენლობაში. ამ მხარის პოზიციაა, რომ ბაშარ ალ-ასადი, სირიელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, რაც, მათი აზრით, გაეროს შესაბამის (2254) რეზოლუციაშიც არის ჩადებული. სპარსეთის ყურის სუნიტური სახელმწიფოების ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საფრთხის იმ განცდით, რომელსაც მათში რეგიონში ირანის გავლენის ზრდა იწვევს. მეორე მხრივ, ისინი სუნიტ ჯიჰადისტებსაც უფრთხიან და შედიან ანტიტერორისტულ კოალიციაში, რომელსაც აშშ მეთაურობს. ეს იმდენად აახლოებს მათ პოზიციას თურქეთის პოზიციასთან, რომ დამკვირვებლები ხშირად კონფლიქტის მოგვარების თურქულ-არაბულ ვარიანტზეც საუბრობენ, რომლის არსიც ტერიტორიის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლებასა და ამავდროულად იმგვარი გარანტიების შექმნაში მდგომარეობს, რომ „ჰიზბ-ალაჰმა“, ირანმა ან ალ-ასადმა მათი ადგილი ვერ დაიკავოს.

საავტომობილო ესტაკადა ალეპოს გათავისუფლებულ აღმოსავლეთ კვარტლში - Sputnik საქართველო
ალეპო: სამყარო ნანგრევებში

კონფლიქტის კიდევ ერთი მხარეა ქურთები, რომლებიც, ალბათ, თურქეთის ყველაზე დიდ თავის ტკივილს წარმოადგენენ. სწორედ ქურთული ფაქტორი და არა შიიტებისა და სუნიტების შიდაარაბული დაპირისპირება არის ის გამოწვევა, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს რეგიონის სახელმწიფოების, მათ შორის, თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ამჟამინდელი რუკის ახალ თარგზე გამოჭრის ალბათობას რეალობად ქცევის ელემენტებს სძენს. ერაყის ქურთისტანის მიერ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სირიაში ანალოგიური სცენარის გამეორების მაღალი ალბათობის ფონზე ქურთული სეპარატიზმის საკითხმა თურქეთისთვის, შეიძლება ითქვას, ეგზისტენციალური მნიშვნელობა შეიძინა.
სირიელმა ქურთებმა, რომლებიც სირიის ჩრდილოეთ მხარეს სახლობენ და საკუთარ ქვეყანას როჟავას უწოდებენ, ომის განმავლობაში ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მათი „უმაღლესი ქურთული საბჭოს“ სამხედრო დანაყოფები ძირითადად ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან, რაშიც მათ ერაყის ქურთისტანის თავდაცვის ძალები — ფეშმერგაც ეხმარება. ქურთების დამოკიდებულება დამასკოსთან შეიარაღებული ნეიტრალიტეტის ხასიათს ატარებს, თუმცა ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლისას ხშირად შეთანხმებულადაც მოქმედებდნენ. ქურთული შენაერთების მედგარი ბრძოლა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მათდამი ამერიკის დახმარების საფუძველი გახდა, რაც მიუღებელია თურქეთისათვის. საქმე ის არის, რომ როჟავას წამყვანი პოლიტიკური და სამხედრო ძალა „დემოკრატიული კავშირის პარტია“ (PYD) მჭიდრო კავშირშია თურქეთის „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK), რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. თურქეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ ერთი ტერორისტის წინააღმდეგ არ შეიძლება თანამშრომლობა მეორე ტერორისტთან. 

ქურთების საკითხი აშშ-სა და თურქეთს შორის უთანხმოების საბაბი გახდა და ანკარას მოსკოვთან თანამშრომლობისკენ უბიძგა. გასული წლის აგვისტოში, ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში, რომელიც შეუმდგარი გადატრიალების შემდეგ მალე დაიწყო, ანკარა შეეცადა არ დაეშვა, რომ ამერიკელთა მიერ მხარდაჭერილ ქურთულ ძალებს დაემყარებინათ კონტროლი სირია-თურქეთის მთელი საზღვრის გასწვრივ და, მოსკოვთან მიღწეული შეთანხმების წყალობით, მიაღწია ელ-ბაბამდე, რომელიც „სირიის თავისუფალმა არმიამ“ 23 თებერვალს აიღო.

თავის მხრივ, არც მოსკოვი აპირებს ახლოაღმოსავლური თამაში ქურთული კოზირის გარეშე გააგრძელოს. რუსეთს ქურთებთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვს: თავის დროზე PKK საბჭოთა საგარეო დაზვერვის მონაწილეობის გარეშე არ შექმნილა და მნიშვნელოვან დახმარებასაც იღებდა მისგან. თურქების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ PYD-მა მოსკოვში წარმომადგენლობის გახსნის უფლება მიიღო. ასტანის შეხვედრაში PYD-ს მონაწილეობაზე თურქეთის მიერ ვეტოს დადებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ამ პარტიის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრა. 15 თებერვალს, აბდულა ოჯალანის დაჭერის (1999 წ) დღეს მოსკოვში გაიმართა ქურთების ეროვნული კონფერენცია, რომელშიც ქურთების კომპაქტური განსახლების ქვეყნების – ირანის, ერაყის, სირიისა და თურქეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ამრიგად, მოსკოვი, ერთის მხრივ, იძლიერებს ანკარაზე ზემოქმედების ბერკეტებს, მეორე მხრივ კი ცდილობს ქურთული „კარტი“ ვაშინგტონს ააცალოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0