თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია სირიის ქალაქ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და მოსახლეობისთვის ჰუმნიტარული დახმარების დაუყოვნებლივ აღმოჩენაზე საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარების შესახებ.
რეზოლუცია 2328 უშიშროების საბჭოს წევრებმა ორშაბათს ერთხმად მიიღეს.
დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი კვირას, საბჭოს დახურული კონსულტაციების მსვლელობისას მიიღეს, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ტექსტი საფრანგეთისა და რუსეთის მიერ შეთავაზებული პროექტების საფუძველზე შეადგინეს.
მიღებული დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს, „გადადგას ნაბიჯები ზომების მისაღებად (დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ), მათ შორის უშიშროების სფეროში“, გაეროსა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან „სამოქალაქო მოსახლეობის კეთლდღეობისთვის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლების სრული მეთვალყურეობისთვის ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში“, აუწყოს უშიშროების საბჭოს ზომების მომზადების შესახებ და შემდეგ მაშინვე შეასრულოს აღნიშნული ქმედებები.
გაეროსა და „სხვა შესაბამის უწყებებს „ევალებათ“, განახორციელონ სათანადო ნეიტრალური მონიტორინგი და უშუალო მეთვალყურეობა ალეპოს აღმოსავლეთ და სხვა რაიონებიდან ევაკუაციაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, წარმოადგინონ ამ საკითხზე მოხსენებები“. ყველა მხარეს მოეთხოვება, უზრუნველყონ დამკვირვებლების უსაფრთხოება და დაბრკოლების გარეშე საქმიანობა.
დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ ჰუმანიტარული სააგენტოებისთვის უზრუნვლყოს დაუყოვნებელი და დაბრკოლებების გარეშე ხელმისაწვდომობა საქმიანობაში, რათა ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება „ადამიანებთან პირდაპირი გზით აღწევდეს“.