ავრამოპულოსი: საქართველო და ევროკავშირი კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს

© FB / Георгий Квирикашвилиევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი და საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი
ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი და საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ტურისტებს საქართველოდან.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებით, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ევროპის კავშირის საბჭომ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრების დონეზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ეს ერთ-ერთი ბოლო ეტაპია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი გამგზავრება შეძლონ.

„შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ვიმყოფები აქ, რათა ერთობლივად აღვნიშნოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველო და ევროკავშირი კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს… თქვენ დიდხანს ელოდებოდით ამ ამაღელვებელ მომენტს და ჩვენ მალე დავასრულებთ დარჩენილ ფორმალურ პროცედურებსა და ადმინისტრაციულ ნაბიჯებს“, — განაცხადა ავრამოპულოსმა.

საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ვიზების გაუქმება დაამტკიცა

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ ამ უზარმაზარი მიღწევით, რომელიც ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი შრომისა და ძალისხმევის ნაყოფია, აღნიშნა ევროკომისარმა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს, მიაღწევს დიდ წარმატებებს და გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ასეთივე პასუხისმგებლობით… დღევანდელი გადაწყვეტილება ისტორიულია, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, რომ მიესალმოს საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ტურისტებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მონაწილეებს“, — დასძინა ავრომოპულოსმა.

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სწრაფვა თქვენ წარმატებით დაასრულეთ და ეს ქვეყანა ერთხელ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება, აღნიშნა ევროკომისარმა.

საქართველოს პრემიერი მიესალმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას.

„ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას… სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციისა და საშინაო საქმეთა ევროკომისარი, ჩვენი მეგობარი დიმიტრის ავრამოპულოსი, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ერთად მიღწეული წარმატება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის პირობას და დღევანდელი გადაწყვეტილება ამის დადასტურებაა.

გიორგი კვირიკაშვილიდ ა ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
მოგერინი: საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცედურები უმოკლეს ვადაში დასრულდება

„მე ვულოცავ ევროპასაც, იმიტომ, რომ დღეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ევროპულ ოჯახთან“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

დადგენილი პროცედურებით, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის (მალტა) წარმომადგენელი. დოკუმენტზე ხელმოწერა 1 მარტს იგეგმება.

რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0