ქართველმა სამართალდამცავებმა სამთო-სათხილამურო სწავლების კურსი გაიარეს

გამოწერა
ტრენინგის მიზანია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და გამოცდილების გაღრმავება.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik.  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავსტრიელი ექსპერტების მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სწავლების მეორე ეტაპი გაიარეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოში გამკაცრდება კონტროლი სამთო-სათხილამურო კურორტებზე

სწავლების მიზანია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და გამოცდილების გაღრმავება.

ავსტრიის შსს-ს წარმომადგენლებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სხვადასხვა დანიშნულების სამთო-სათხილამურო აღჭურვილობა საჩუქრად გადასცეს.

ტრენინგს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის პოლიციის ატაშე კარლჰაინს გორტანო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამთო პოლიციის ხელმძღვანელი ჰანს ებნერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

გუდაურში - Sputnik საქართველო
საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოებას შსს-ს თანამშრომლები უზრუნველყოფენ

წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, „მოთხილამურე პატრული“ დაიცავს.

„მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0