საქართველოში გამკაცრდება კონტროლი სამთო-სათხილამურო კურორტებზე

© photo: Sputnik / Роман Денисов / გადასვლა მედიაბანკშიგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ თხილამურებითა და თოვლმავლებით სათხილამურო ტრასებზე მოძრაობის აკრძალივის შესახებ.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს უსაფრთხოების კონტროლი გაამკაცროს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, კერძოდ აკრძალული იქნება ნასვამ მდგომარეობაში სათხილამურო ტრასებზე და თოვლმავლებით სრიალი. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტოემა ალექსანდრე ონოფრიშვილმა აცნობა. 

უბედური შემთხვევის შედეგად, გუდაურში კვირას 12 წლის გოგონა დაიღუპა. 18 წლის ახალგაზრდამ ვერ შეძლო თხილამურების დამორჩილება და გოგონას დაეჯახა. თავად ახალგაზრდა მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსკ 116 მუხლით აწარმოებს (გაუფრთხილებლობით სიკვდილი). მწვრთნელები, პროფესიონალი მოთხილამურეები და საზოგადოება მოუწოდებენ ხელისუფლებას გაამკაცროს უსაფრთხოების კონტროლი მაღალმთიან კურორტებზე და მიიღოს სესაბამისი კანონი.

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურის სათხილმურო ტრასაზე 12 წლის გოგონა დაიღუპა
 

„კანონპროექტი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ თხილამურებითა და თოვლმავლებით სათხილამურო ტრასებზე მოძრაობის აკრძალივის შესახებ პარლამენტს წარედგინება. ეს პრევენცია უახლოეს დრეებში ამუშავდება“, — განაცხადა ონოფრიშვილმა. 

ჯერ არ არის ცნობილი კონკრეტულად როდის შევა კანონპროექტი პარლამენტში. 


ყველა ახალი ამბავი
0