შოუ Ты супер!-ის მონაწილეები ფილმს "Защитники" პირველები იხილავენ

© Пресс-служба НТВ"Ты супер!"
Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენების შემდეგ კონკურსანტები მსახიობებს შეხვდებიან, რომლებმაც ფილმში მთავარი როლები შეასრულეს, ასევე მათ კიდევ ერთი სიურპრიზი ელით.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. შოუს Ты супер!-ის მონაწილეები ფილმ „Защитники"–ს ექსკლიუზიური ჩვენების სპეციალური სტუმრები გახდებიან. სურათი დიდ ეკრანებზე 23 თებერვლიდან გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ სურათის დახურული პრემიერა პრესისათვის მხოლოდ 22 თებერვალს შედგება, ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ვოკალისტები ფილმს პირველები ნახავენ. ბავშვებთან გასაცნობად მივლენ რეჟისორი სარიკ ანდრეასიანი და მთავარი როლების შემსრულებლები — ანტონ პამპუშნი, სანჟარ მადი, სებასტიან სისაკი და ალინა ლანინა.

ფილმის გმირები გახდებიან სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკების სუპერგმირები, ისე, როგორც Ты супер!-ის ვოკალისტები, რომლებიც კონკურსზე პოსტსაბჭოთა სივრცის ათი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. ასე მაგალითად, ანტონ პამპუშნი ფილმში რუსული სუპერგმირის არსუსის როლს ასრულებს, ალინა ლანინა — უკრაინელ სუპერ–გოგონას ქსენიას, სანჟარ მადი – ყაზახი გმირი ხანია, სებასტიან სისაკ გრიგორიანი კი სომეხი სუპერგმირის ლერის როლს ასრულებს.

ფილიპ კირკოროვი შოუზე Ты супер! - Sputnik საქართველო
ფილიპ კირკოროვმა შოუზე Ты супер! თავისი მემკვიდრე იპოვა

ცივი ომის პერიოდში ყველა მათგანი საიდუმლო ორგანიზაცია „პატრიოტის“ შემადგენლობაში შედიოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ისინი მალავდნენ ამას, მაგრამ რთულ პერიოდში ისინი ისევ თავის საქმეს უბრუნდებიან. თითოეულ სუპერგმირს საკუთარი ერის ყველა ძლიერი თვისება ახასიათებს, ერთად მათ უძლეველი გუნდი შეკრეს. ფილმი გაქირავებაში იქნება დსთ–ს ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

ჩვენებისა და მსახიობებთან ურთიერთობის შემდეგ პროექტ Ты супер!-ის ვოკალისტებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელით და რა თქმა უნდა სელფი მსახიობებთან.

Ты супер!-ი ტელეარხ НТВ–ს ეთერში გადის შაბათობით 21:00 საათზე თბილისის დროით.

Ты супер! - Sputnik საქართველო
Ты супер!-ის მონაწილეებმა 48 საათში 120 000 „ლაიკი“ მიიღეს

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა.

მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. მისი კანდიდატურა წინასწარ კასტინგზე შეარჩიეს.

ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან

 

 

ყველა ახალი ამბავი
0