თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. შაბათს, 18 თებერვალს რუსული არხი НТВ საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! შესარჩევი გამოცდების გაგრძელებას აჩვენებს. ტელეარხის ახალი პროექტი მშობლების მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდა ვოკალისტებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის შანსს აძლევს.
კონკურსანტებისთვის პირველ ტურებში ყველაზე მთავარი დიდ სცენაზე გასვლის წინ მღელვარებასთან გამკლავებაა. მაგრამ ეს ყაზანელ დენიელ ჩიჟევსკის ნამდვილად არ აშფოთებს. 16 წლის ახალგაზრდა პირველივე რეპეტიციებიდან გამოჩენილი მსახიობივით იქცეოდა. შოუს Ты супер! სცენაზე ის მხოლოდ საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად არ გამოსულა. ის სტუდიაში ჟიურის წინაშე მოლივლივე პიჯაკითა და მოდური ვარცხნილობით წარდგა, როგორც რუსული პოპ-სცენის ვარსკვლავი ფილიპ კირკოროვი. აი, როდესაც ჩიჟევსკისთან თავად კირკოროვი გავიდა, მანამდე თავდაჯერებული ყმაწვილი დაიბნა.
კირკოროვმა კონკურსანტი გაამხნევა: „მსახიობი ნარცისი უნდა იყოს! აბა, სხვაგვარად როგორ იქნება? თუ საკუთარი თავი არ შეიყვარე, არავინ შეგიყვარებს!“ როდესაც აღფრთოვანებულმა ვოკალისტმა და მისმა კუმირმა კირკოროვის რეპერტუარიდან ჰიტი ერთად შეასრულეს, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სულ მალე რუსული ესტრადის ვარსკვლავს ღირსეული შემცვლელი შეიძლება გამოუჩნდეს.
დარჩება თუ არა შოუში Ты супер! ახალი „პოპ-ვარსკვლავი“, 18 თებერვალს, 21:00 საათზე (თბილისის დროით) გავიგებთ. ახალგაზრდა ვოკალისტების კონკურსის პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik.
საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. მისი კანდიდატურა წინასწარ კასტინგზე შეარჩიეს.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი პროექტის პარტნიორია და ნიჭიერი ბავშვების წარმატებებს ყურადღებით აკვირდება. მკითხველს კონკურსის შედეგების გაგება შეუძლია ონლაინ-დღიურებისა და შოუს პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით სააგენტოს ვებ-გვერდებზე.