თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! ჟიურის წევრებმა იოლკამ, მარგარიტა სუხანკინამ, ვიქტორ დრობიშმა და სტას პიეხამ როსტოვის ოლქის დაბა მალინოვკადან ჩამოსულ 12 წლის დანილ ხომიაკოვთან ერთად იცეკვეს.
მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შექმნილი შოუს Ты супер! ტელეპრემიერა 11 თებერვალს რუსეთის НТВ–ს არხზე შედგა.
სიმღერის პირველივე ნოტებიდან დანილმა მთელი დარბაზის ყურადღება მიიპყრო: მაყურებელი არა მარტო მის სიმღერას, მის ცეკვასაც აჰყვა. ჟიურის წევრებმა ვერ შეიკავეს თავი — იოლკა, მარგარიტა სუხანკინა, ვიქტორ დრობიში და სტას პიეხა სცენაზე აიჭრნენ, რათა ნორჩ ტალანტთან ერთად მისი საფირმო Хомяков-стайл дэнс–ი ეცეკვათ. სტიქიურად შექმნილ საცეკვაო ჯგუფს პროექტის სერიოზული წამყვანი ვადიმ ტაკმენიოვიც კი შეუერთდა.
გამოსვლის შემდეგ დანილმა თავის პირველ ინტერვიუში ილაპარაკა: „მე, რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ ჩემს ცეკვას ყველა აჰყვებოდა, მოძრაობები კი მე თვითონ მოვიფიქრე. ბასტასთან ერთად მინდა „გავრეპო“ და ჩემს ცეკვას მასაც ვასწავლი“.
დაეხმარა თუ არა დანილს ვარსკვლავების ცეკვა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლაში, ამას 18 თებერვალს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) НТВ–ზე გავიგებთ.
პროექტის პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი.
საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე საქართველოს წარადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. მისი კანდიდატურა წინასწარი კასტინგების საფუძველზე შეირჩა.