ევგენი პაპუნაიშვილმა შოუს Ты супер! კონკურსანტს ოცნება აუსრულა

© FB / Евгений Папунаишвилиევგენი პაპუნაიშვილი
ევგენი პაპუნაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ევგენი პაპუნაიშვილმა შოუს Ты супер! მონაწილესთან ერთად იცეკვა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მუსიკალური პროექტის Ты супер! პირველ შესარჩევ ტურამდე, რომელიც НТВ–ზე გაშუქდება, ერთი დღე დარჩა! სულ მალე მზრუნველობამოკლებული ბავშვები სანუკვარ სცენაზე წარდგებიან. ბევრი მათგანი მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მიკროფონის პირისპირ პირველად აღმოჩნდება. ასეთ დროს მათ, როგორც არასდროს, მხარდაჭერა სჭირდებათ.

ამ მიზნით მივიდა ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ევგენი პაპუნაიშვილი გადაღებებზე სვერდლოვსკის ოლქის წარმომადგენლის კრისტინა სტაროდუბოვას დასახმარებლად.

კონკურსის პირველი ეტაპისთვის კრისტინამ ცეცხლოვანი სიმღერა მოამზადა და მისი თანხლებით იცეკვა. გოგონამ აღიარა, რომ უკვე რამდენიმე წელია ცეკვას პაპუნაიშვილის ვიდეოგაკვეთილების მიხედვით სწავლობს და ცნობილი ქორეოგრაფის გაცნობაზე ოცნებობს. კრისტინას აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მისი საკონკურსო ნომრის დასრულების შემდეგ ცნობილი მოცეკვავე სცენაზე ავიდა და კრისტინა საცეკვაოდ გაიწვია. უფრო მეტიც, პაპუნაიშვილმა შესთავაზა კრისტინას მისთვის ცეკვის გაკვეთილი ჩაეტარებინა, იმდენად მოეწონა მას გოგონას საკონკურსო ნომერი. კრისტინას თვალები გაუბრწყინდა, მან ცეკვა დაიწყო, ევგენი კი ყველა მის მოძრაობას იმეორებდა. უცებ კი ის მუცელზე დაეცა და სახუმარო „პუზო–დენსი“ შეასრულა, რითიც დიდი ოვაცია დაიმსახურა. ბოლოს პაპუნაიშვილმა გოგონა ცეკვის საკუთარ სკოლაში ქორეოგრაფიულ მასტერ–კლასზე დაპატიჟა. 

„იმდენი ემოციაა ამ პროექტისგან და მისი მონაწილეებისგან! რა თქმა უნდა, ეს შოუა, შემდეგ ეტაპზე ყველა ვერ გადავა და გამარჯვებული ყველა ვერ გახდება, მაგრამ პროექტში მხოლოდ მონაწილეობაც — ეს უზარმაზარი და ძალიან სასარგებლო გამოცდილებაა. დარწმუნებული ვარ, რომ კონკურსანტებს ყველაფერი საინტერესო წინ აქვთ, მანამდე კი ჟიურის რჩევებს მოუსმინონ, არ ეწყინოთ არაფერი, პირიქით, ყველაფერი მიიღონ და დასკვნებიც გამოიტანონ“, — განაცხადა გამოსვლის შემდეგ ევგენი პაპუნაიშვილმა.

დაეხმარა თუ არა კრისტინა სტაროდუბოვას ცეკვა შემდეგ ტურში გადასვლაში, ამას სულ მალე გავიგებთ.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

კონკურსზე საქართველოს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი წარადგენს, რომელიც წარმოშობით ქარელიდანაა. ის წინასწარი კასტინგის დროს შეარჩიეს.

საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! პრემიერა 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე შედგება, პირდაპირ ეთერში მისი ნახვა რუსულ ტელეარხ НТВ–ზე და „Sputnik–საქართველოს“ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0