საქართველო ტურისტული გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასლის ძეგლი
ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის შემდგომი კონგრესის ჩატარების ადგილად კენჭისყრის შედეგად საქართველო აირჩიეს.

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი (WFTGA) პირველად ჩატარდება საქართველოში 2019 წლის იანვარში.

ირანში გამართულ ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონგრესზე საქართველო შემდეგი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს. საქართველოს კონკურენტები ტაილანდი და აშშ იყვნენ.

„ეს არის პირველი პრეცედენტი ტურიზმის სფეროში, როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი ხმის მიცემის სისტემით შეირჩა და სასიხარულოა, რომ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა“, — განაცხადა საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ქეთევან მელაძემ პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოში ჩამოვლენ ადამიანები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მსოფლიო ამინდს ქმნიან. ღონისძიებაში 70 ქვეყნის 300–დან 500–მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

Батуми - Sputnik საქართველო
აჭარაში გიდებისთვის ხარისხის მინიჭება დაიწყო

„ასეთი უფლება საქართველომ ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოს გიდების ასოციაციის კარგი მუშაობის წყალობით მოიპოვა… ეს ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები პრიორიტეტულია ჩვენთვის, მათ შორის, გიდების მიმართულების კუთხით“, — განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია (WFTGA) პროფესიული ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებული არიან მთელი მსოფლიოს გიდების კავშირები, პარტნიორები ტურიზმის სფეროში და კონფერენციების ორგანიზებით დაკავებული ფირმები. ფედერაცია 1980-იან წლებში შეიქმნა.

საქართველოს გიდების ასოციაცია 2010 წელს შეიქმნა. ის WFTGA-ს სრულუფლებიანი წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0