აჭარაში გიდებისთვის ხარისხის მინიჭება დაიწყო

გამოწერა
გიდების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება ტესტებისა და პრაქტიკული ტურების ჩატარების შედეგად მოხდება.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებში გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება დაიწყო, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. 

პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიზანია ხელი შეუწყოს გიდის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას რეგიონში. პროექტში ჩართული გიდებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მინიჭებული ხარისხის ნიშანი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა მათი მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და კონკურენციის გაზრდისთვის. პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის გიდისთვის შესაბამისი ხარისხის მინიჭება.

პროექტში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.recommend.ge. მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება ტესტირებისა და პრაქტიკული ტურების ჩატარების შედეგად მოხდება. შედეგებს სპეციალური ტექნიკური კომიტეტი შეაფასებს, რის შემდეგაც მოხდება გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტების რაოდენობა იზრდება

პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ახალი კომპონენტი ემატება. თუ აქამდე პროექტის ფარგლებში ხარისხის ნიშანი მხოლოდ კვებისა და განთავსების ობიექტებს ენიჭებოდათ, ახლა ამას ემატება გიდებიც. პროექტი ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა აჭარაში დასაქმებულ ნებისმიერ გიდს შეუძლია, იუწყება დეპარტამენტი.

"ჩვენი პროექტი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს გიდების მხარდაჭერას და მათ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი ეს გაზრდის კონკურენციას თავად მოქმედ გიდებს შორის,“ – განაცადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა პროექტის პრეზენტაციისას. 

ყველა ახალი ამბავი
0